„მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც დიპლომატები მხოლოდ მშვიდობის ხიდების მშენებლობით იქნებიან დაკავებული“- ზალკალიანი უწყების თანამშრომლებს

„მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც დიპლომატები მხოლოდ მშვიდობის ხიდების მშენებლობით იქნებიან დაკავებული“- ზალკალიანი უწყების თანამშრომლებს

access_time2019-12-31 11:10:28

„ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ბედნიერ ქვეყანაში ეცხოვროთ, სადაც არ გაიტაცებენ ადამიანებს, სადაც არ იქნება ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, სადაც ექიმებს ექნებათ საშუალება საკუთარი საქმიანობით დაკავდნენ, სადაც ხელოვანებს ექნებათ საშუალება, რომ ჩვენ გაგვახარონ და დიპლომატებიც იქნებიან მხოლოდ სამშვიდობო ხიდების მშენებლობით დაკავებული, ასეთ ქვეყანაზე ვოცნებობ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს შვილებს ექნებათ ასეთი მომავალი“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქართველ დიპლომატებთან.


თავის მიმართვაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა დიპლომატების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ყველა იმ შედეგში რომელიც 2019 წელს იქნა მიღწეული - „მინდა ყველას განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ წარმატებებისთვის, რასაც 2019 წელს მივაღწიეთ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვერ მოხერხდებოდა თქვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად და არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. სახელმწიფო ხედავს და გიფასებთ თქვენს ღვაწლს“ - განაცხადა ზალკალიანმა.


თანამშრომლებთან შეხვედრაზე მინისტრმა შეაჯამა 2019 წლის საგარეო პოლიტიკის ყველა სტრატეგიული მიმართულება და მთავარი მიღწევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას - „დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენ წელს პირველად გავხდით ესეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, სიმბოლურია რომ ეს დაემთხვა ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს და ჩვენი გაწევრიანების 20 წლის თავს. მომდევნო 6 თვის განმალობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ როგორც ქართველმა დიპლომატებმა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებმა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, როგორც ევროპელი პარტნიორების თანასწორმა მოხელეებმა. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ღონისძიების მასპინძლობა, როგორც თბილისში ასევე სტრასბურგში და ამის კულმინაცია იქნება მაისში თბილისში დაგეგმილი მინისტერიალი, მოგვიწევს მისი წარმატებით ჩატარებისთვის ძალისხმევის გაერთიანება“ - განაცხადა მან.



მინისტრმა ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, აშშ-სთან ურთიერთობების თვალსაზრისით და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატების ჩამოყალიბებას ევროპის სახელმწიფოებთან. მან დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - „ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 2019 წელი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო და ამ სირთულეებმა თითოეული თქვენთაგანის მხრებზე გადაიარა. ჩვენ მართლაც ღირსეულად გავუმკლავდით ამ გამოწვევებს, მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა, ვიდრე მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თითოეული ჩვენთაგანისთვის მომავალ 2020 წელს, რადგანაც ეს არის ის სერიოზული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე და ყოველდღიურ ყოფაზე. თითოეული ჩვენი მოქალაქის და ჩვენი თანამოქალაქის ყოფიერებაზე ეს ახდენს ძალიან დიდ გავლენას და ვფიქრობ, რომ ჩვენი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომავალ წელსაც იქნება დეოკუპაცია და დეოკუპაციისკენ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება“- განაცხადა ზალკალიანმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე.


დავით ზლკალიანმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა მომავალი წლისთვის.







„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
access_time2020-09-25 16:05:44
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია,...


მსგავსი სიახლეები

up