„მიმდინარეობს მუშაობა ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე“

„მიმდინარეობს მუშაობა ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე“

access_time2019-11-07 15:56:37

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა.


მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.


ცვლილება შეეხება დაფინანსების სისტემას, რომელიც ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.


რეფორმა განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაში. მინისტრის თქმით, აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.


ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. ტელემედიცინის პველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.


რეფორმა შეეხება ასევე მედიკამენტების საკითხსაც, რადგან სწორედ მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი ამ კომპონენტზე მოდის. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტი გაკეთდება ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერთიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი.


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს, მათ შორის აჭარის რეგიონში. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას.


სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„კომერსანტი“




რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს

რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს
access_time2020-05-28 10:00:28
„ჩვენი ამბიციები გაცილებით დიდია,  ვიდრე ჩვენი ეკონომიკის ზომა.  რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად.  თითებზე ჩამოსათვლელია სერიოზული კომპანიების რიცხვი, ვინც  საქართველოში უკვე შემოვიდა. იმიტომ, რომ არ ვართ საინტერესო მათთვის - ვართ პატარა შესაძლებლობების, პატარა ქვეყანა , ენერგიის წყარო არ გაგვაჩნია. ერთადერთი, რაც შევძელით იყო ის, რომ დიდ...

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“ „ქართული ხორცის კომპანიამ“ შეიძინა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“   „ქართული ხორცის კომპანიამ“  შეიძინა
access_time2020-05-28 10:50:23
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითს“   ახალი მფლობელი ჰყავს. საუბარია, „ქართული ხორცის კომპანიაზე“. როგორც ცნობილია, კომპანიას ფინანსური პრობლემები 2016  წელს შეექმნა, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „იბერმით ჰოლდინგის“ ქონება აუქციონზეც გაიტანა. თუმცა, შემდეგ აუქციონი იმ პირობით გაუქმდა, რომ კომპანია დაგროვილი ვალების ეტაპობრივად გადახდას შეძლებდა. საბოლოოდ, ნატახტრის ქარხანა ბანკების ხელში აღმოჩნდა. გასული წლის ნოემბერში კი ობიექტი...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...


მსგავსი სიახლეები

up