მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავიარეისები შესრულდება

მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავიარეისები შესრულდება

access_time2016-07-08 14:03:05

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი. 

 

ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს. მათი ინფორმაციით, მხოლოდ ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებიდან განხორციელდება. ფრენები ძირითადად დაგეგმილია თურქეთიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ახორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air, თელავივიდან, შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან, ყაზახეთის 6 ქალაქიდან და კიევიდან.


2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავიარეისი განხორციელდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34,9%-იან მატებას გულისხმობს (2015 წელი იანვარ -მაისი 584 ავია რეისი). რაც შეეხება ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობას, იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 54 429 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 32,95% -იანი ზრდაა.



„ჩვენი რეგიონის მიმართულებით განხორციელებული უპრეცედენტო რაოდენობის ფრენები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ეს წინსვლა ყველა პასუხისმგებელი ორგანოს - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, Tav Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტს, ჩვენ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 11 სამიზნე ქვეყანაში ვაწარმოებთ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს. შედეგები კი განსაკუთრებით კარგად ჩანს ყაზახეთისა და ისრაელის მაგალითზე. თუკი გასულ წელს ყაზახეთიდან საერთოდ არ გვქონდა ფრენები წელს ორი ახალი ავიაკომპანია ყაზახეთის 6 მსხვილი ქალაქიდან ახორციელებს ფრენებს. ორი ახალი ავიაკომპანია დაგვემატა ისრაელიდან და წელს პირველად ფრენები დაიწყო არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდანაც,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.


2012 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 სამიზნე ქვეყანაში (პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი) ახორციელებდა მარკეტინგულ კამპანიებს, დღეს ეს ციფრი 11-მდეა გაზრდილი. სამიზნე ქვეყნების მატების პარალელურად გაიზარდა ბათუმის მიმართულებით ფრენებისა და რეგიონში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობაც.



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up