მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 12,1%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 12,1%-ით შემცირდა

access_time2020-08-01 15:00:44

ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12,1%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც ევროკავშირის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 11,9%-ით, განაცხადა ბლოკის სტატისტიკურმა ოფისმა – ევროსტატმა პარასკევს. სტატიას ამის შესახებ Politico აქვეყნებს.

„ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნები მას შემდეგ, რაც დაიწყო შესაბამისი მონაცემების დამუშავება 1995 წელს“, - აცხადებენ უწყებაში. 

ევროკავშირის იმ წევრებს შორის, რომელთა შესახებაც ევროსტატმა მიიღო ეკონომიკური მონაცემები, მეორე კვარტალში წინა შესადარებელ  პერიოდთან შედარებით ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ესპანეთში – 18,5%. ესპანეთს მოჰყვება პორტუგალია (–14,1%) და საფრანგეთი (–13,8%). ყველაზე ნაკლები ვარდნა დაფიქსირდა ლიეტუვაში(–5.1%).

იტალიაში შემცირების მაჩვენებელია 12,4%, ხოლო გერმანიის ეკონომიკა 10,1%-ით შემცირდა.

პაოლო ჯენტილონიმ, ეკონომიკის კომისარმა ტვიტერში გამოაქვეყნა, რომ საშინელი ციფრები ადასტურებს COVID-19-ის უპრეცედენტო ეკონომიკურ შედეგებს, რაც გავლენას ახდენს ევროპის ყველა ქვეყანაზე. ​

აპრილ–ივნისში მკვეთრი ვარდნა მოჰყვა პირველ კვარტალში შემცირებას: ევროზონაში 3,6%-ით და ევროკავშირში – 3,2%-ით.


უწოდებს რა მონაცემებს „წინასწარ შეფასებას“, ევროსტატი აცხადებს, რომ მონაცემები კორექტირებული იქნა სეზონურად და ასახავდა კორონავირუსის  გავრცელების შეჩერების ღონისძიებებს, რომლებიც მიღებული იყო გაზაფხულზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მიერ. ევროსტატის მიხედვით შედეგები „ეყრდნობა მონაცემთა წყაროებს, რომლებიც არასრულია და ექვემდებარება შემდგომ გადახედვას“.2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით სეზონურად კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტი ევროზონაში შემცირდა 15%-ით და ევროკავშირში – 14,4%-ით. 

Capital Economics-ის ევროპის მთავარმა ეკონომისტმა ენდრიუ კენინგჰემმა  აღნიშნა, რომ მონაცემები ნაკლებად იმედის მომცემია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის ნაწილი გამოცოცხლდა, უკვე მიყენებული ზიანი, ვირუსის ამჟამინდელ და მომავალ პოტენციურ ზემოქმედებასთან ერთად ნიშნავს, რომ აღდგენის პროცესი მტკივნეულად ნელი იქნება“, - თქვა მან.

ING-ის ევროზონის მთავარმა ეკონომისტმა ბერტ კოლინმა განცხადა, რომ როგორც ჩანს, ესპანეთი ევროზონის სხვა წევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ვარდნის უფრო მაღალი მაჩვენებლით. 

„საპროგნოზო მონაცემების მიხედვით [2020 წლის მეორე კვარტალში] ესპანეთი ჩამორჩებოდა იტალიასა და საფრანგეთს აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავება მოსალოდნელზე მეტია და რადგან ხელახლა გახსნის ღონისძიებები [მესამე კვარტალში] შეფერხდა ადგილობრივად, როგორც ჩანს, ესპანეთი განწყობილია ხანგრძლივი ვარდნისთვის“, – აღნიშნა მან.

ევროსტატის ინფორმაციით მეორე კვარტალის განახლებულ შეფასებებს ის 14 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

Imedinews 

თეგები:
ევროპა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up