მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, ავტოავარიებში 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვია დაშავებული, ერთი თვის მონაცემებით კი, დაახლოებით 20 – ზე მეტი ასეთი შემთხვევა ფიქსირდება, – აღნიშნული მონაცემები საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ სოციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომელიც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა წარმოადგინა.
ეკა ლალიაშვილის განცხადებით, დღეს არსებული საბავშვო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი ნორმა უნდა ჩანაცვლდეს მაღალი სტანდარტებით, რომ არასრულწლოვნების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.
„დღე ჩვენი კანონმდებლობით საკმარისად არ არის დარეგულირებული 12 წლამდე ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების ნორმები რაც ითვალისწინებს იმას, რომ 12 წლამდე ბავშვი თავისი ზომის და წონის მიხედვით განთავსებული უნდა იყოს სავარძელში, აქედან გამომდინარე ყოველთვიურად გვაქვს ფატალური შემთხვევები. შესაბამისად, იურიდიულ კომიტეტთან ერთად დავაყენეთ ინიციატივა, რომ შემდეგ საპარლამენტო სესიაზე განიხილონ ეს საკითხი, რათა არასრულწლოვნების გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოცემული კანონმდებლობით, სავარძლის გამოყენება სამ წლამდე ასაკის ბავშვები სავალდებულოა, ან ზრდასრულმა უნდა ჩაისვას კალთაში და ღვედი უნდა ჰქონდეს შეკრული, ეს არის აბსოლუტურად არამართებული და მაღალი რისკის შემცველი ნორმა, რომელიც ამოღებული უნდა იყოს და ჩანაცვლდეს მაღალი სტანდარტით”, – განმარტავს ეკა ლალიაშვილმა.