საწვავის იმპორტი მიმდინარე წლის  ცხრა თვის განმავლობაში 4,3%-ით  შემცირდა

საწვავის იმპორტი მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 4,3%-ით შემცირდა

access_time2019-10-16 12:26:37

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 779,4 ათასი ტონა, რაც 35,0 ათასი ტონით ანუ 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (814,4 ათასი ტონა).



„ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 9 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 231.7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 215.5 ათასი ტონა (27.6%), აზერბაიჯანი - 122,4 ათასი ტონა (15.7%), თურქმენეთი - 87.9 ათასი ტონა (11.3%); ბულგარეთი - 68,3 ათასი ტონა (8,8%), საბერძნეთი - 45,9 ათასი ტონა (5,9%) და სხვ.



რაც შეეხება 2019 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 403,4 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით (0,5% ) ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა ჩვენი შეფასებით ეს მონაცემები უნდა შევაფასოთ დადებითად ვინაიდან ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, თუმცა ისინი ძირითადად გამოიყენება ტაქსებად, რაც ბენზინის მოხმარებას პრაქტიკულად არ ამცირებს.




განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კერძოდ: 2019 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 376,0 ათასი ტონა, რაც 33,1 ათასი ტონით (8,0%) ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.



ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება იმ პირობებში, როცა იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველწლიური იმპორტი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება.



ჩვენი აზრით, გარკვეულწილად იმპორტის შემცირებაზე იმოქმედა საქართველოდან თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით (ავზებით) დიზელის გადატანის შემცირებამ, რაც დაკავშირებულია თურქეთში ლირის ინფლაციასთან.
მეორეს მხრივ კი, ჩვენი ინფორმაციით გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებით აღურიცხავი დიზელის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლით და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და ასევე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ავტომობილებით ხორბლის იმპორტი“ – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.






რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up