მიმდინარე წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება

მიმდინარე წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება

access_time2020-02-06 12:22:01

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას მერია ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მწვანე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შექმნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია შედის.



მწვანე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს თემქის ხევის რეაბილიტაცია დაიწყება, რომლის ღირებულებაც 43 000 000 ლარია. სამუშაოები 22 ჰექტარ ტერიტორიაზე იწარმოებს.



„მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ე.წ. თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იქნება, რომელიც ძალიან ბევრ უბანს აერთიანებს, სადაც დაახლოებით, 40 000 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ამბიციაა, რომ ეს პროექტი არამხოლოდ საუბნო პარკად იქცეს, არამედ მას საქალაქო მნიშვნელობა ჰქონდეს. პროექტის განხორციელება მწვანე ლანდშაფტური ინფრასტრუქტურის კუთხით, დაახლოებით, 22 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებასთან არის დაკავშირებული. პარკში მოეწყობა გადასასვლელი ხიდები, რომელიც დააკავშირებს ზღვის უბნის ორ ნაწილს. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ხიდები, კაფეები, სპორტული მოედნები, ორი ხელოვნური ტბა. ასევე, გვაქვს გარკვეული გეგმები, რომელიც პარკს ტურისტულად მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.



მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.



მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციაც შედის. რეაბილიტაცია დაახლოებით, 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება. სამუშაოები, რომლის ღირებულება საერთო ჯამში, 30 000 000 ლარია, პარკის რეაბილიტაციის გარდა, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადის და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.




„ვაკის პარკი ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელია. შესაბამისად, მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობით. ჩვენთვის ცნობილი ნაწილის რეაბილიტაციის გარდა, ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის შესაბამის ბილიკებს მოვაწყობთ, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან დააკავშირებს. პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და ვფიქრობთ, რომ განახლებულ, ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც ყველა მოქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ასევე, გვექნება შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად, ხელუხლებელ ურბანულ ტყესთან გვქონდეს წვდომა, რომელიც ვაკის პარკს კუს ტბასთან აკავშირებს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.



მისივე ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში ჩართული იყვნენ ბრიტანელი ექსპერტები, რომელთაც მწვანე ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლების რეაბილიტაციის და დაპროექტების დიდი გამოცდილება აქვთ.



„რეაბილიტაციის დროს, ვაკის პარკის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კასკადია, რომელიც ბევრ ჩვენგანს აღარ ახსოვს - კასკადი, რომელიც მთლიანად ამორტიზებულია და დღეს პრაქტიკულად, გამორთულია. აღნიშნული კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სატენდერო პროცედურები ძალიან მალე კასკადი იმ სახით აღდგება, როგორიც 1980-იანი წლებიდან გვახსოვს. ასევე, მოეწყობა სპეციალური რეზერვუარი, რომელიც პარკს წყლის ფუნქციონირების ორ საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.



გარდა ამისა, მიმდინარე წელს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14 836 147 ლარია.



„რეკრეაციული სივრცე, რომელიც მდინარის პირას არის შექმნილი, თითოეულ ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. დიღმის ჭალების პროექტი, რომელიც გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, უკვე მომზადებულია. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში იწარმოებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელია. ტერიტორიის განახლებისა და პარკის მოწყობის შემთხვევაში, გვექნება უნიკალური სივრცე, რომელიც პრაქტიკულად, მტვრის ორ მხარეს დააკავშირებს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მტკვარში არის კუნძული და გადაშენების პირას მყოფი სახეობა - წავი ბინადრობს. ტურისტული მნიშვნელობისთვის და მათ შორის, ქალაქის ურბანული ეკოსისტემის შენარჩუნების კუთხით, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მერის მოადგილემ.



მისივე თქმით, პარკი, როგორც სპორტულ, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს. დიღმის ჭალებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება.



მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up