„მიმდინარე წელს მისო-ების გაუქმება სავარაუდოდ გაგრძელდება“ - მიკროსაფინანსო სექტორის 2021 წლის გამოწვევები

„მიმდინარე წელს მისო-ების გაუქმება სავარაუდოდ გაგრძელდება“ - მიკროსაფინანსო სექტორის 2021 წლის გამოწვევები

access_time2021-01-11 11:00:50

პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის რისკის დონე იზრდება, რაც რამდენიმე კვარტალში სექტორში უმოქმედო სესხების ზრდაში აისახება.


2020 წლის 9 თვეში მისო-ების ჯამურმა მოგებამ 12.7 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში სექტორის მოგება გაუმჯობესებულია, რადგან 2019 წლის მდგომარეობით სექტორის ჯამურ მოგება-ზარალში შედიოდნენ ონლაინ გამსესხებლები, რომელთაც მილიონობით ლარის ჩამოწერის გამო, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ჰქონდათ. ეს კომპანიები დღეს ბაზარზე აღარ საქმიანობენ, მათ გარეშე კი სექტორის ჯამური ფინანსური შედეგები შედარებით უკეთესია. დღეისთვის საქართველოში სულ  40 მისო საქმიანობს, მათი რაოდენობა 2020 წელს 16-ით შემცირდა. ბაზრიდან გავიდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც წარსულში ძირითადად ონლაინ სესხების მიწოდებით იყვნენ დაკავებული.

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი და „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ბესო შენგელია „კომერსანტთან“ გასული წლის პრობლემებზე და მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრობს.

 

„2020 წელი ძალიან მძიმე იყო, რადგან ბევრ ორგანიზაციას დაუდგა ზარალი, რაც ერთის მხრივ გადავადებებით, მეორეს მხრივ კი რისკიანობის გაზრდით იყო გამოწვეული. ძირითადად მიკროსაფინანსო სექტორის პორთფელს დარტყმა მიაყენა იმან, რომ ლოქდაუნი იყო, ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობას კი ეს შეზღუდვები შეეხო. წლის მეორე ნახევარში კი ამ ახალ ლოქდაუნამდე უკვე ის პრობლემა იყო, რომ მსესხებლები იყვნენ დაინფიცირებულები, რამაც შეფერხება გამოიწვია, ამ ყველაფერს წლის ბოლოს ე.წ წერტილოვანი ლოქდაუნი დაემატა.


ერთ-ერთი გამოწვევა ისიც იყო, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მომხდარიყო მოლაპარაკებები და დაფინანსებების გადავადება, რაც ძირითად შემთხვევაში მოვახერხეთ, საუბარია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსებას ძირიადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ვიღებთ“, - განაცხადა შენგელიამ.



მისი თქმით, პანდემიის პერიოდში მარეგულირებელი ორგანოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად აისახა საფინანსო სექტორზე.


„სანამ პანდემიამ გავრცელდებოდა, ის რეგულაციები რაც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, აღმოჩნდა რომ მნიშვნელოვანი  და დროული იყო. ისინი რომ არ შემოსულიყო, კატასტროფული წელი იქნებოდა, რადგან მან უფრო დაარეგულირა დაკრედიტების წესები და უფრო პასუხისმგებლიანი გახადა ბაზარზე არსებული მოთამაშეები. სებ-მა  შესაძლებლობისამებრ გამოყო ის თანხები რაც ბანკებს წაახალისებდა საფინანსო შიმშილის ფონზე ახალი რესურსების მოწოდებას, თუმცა მართალია ყველა მიკროსაფინანსოს ეს არ შეეხო, რადგან მათი პორტფელი ბანკებისთვის არამიმზიდველი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ბესო შენგელიამ.


მომავალი წლის მოლოდინებზე საუბრისას „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი კანონების და  რეგულაციების ფონზე, ზოგიერთმა წვრილმა ორგანიზაციამ ვერ გაუძლო და ბაზარი დატოვა, ამ ტენდენციის გაგრძელება კი 2021 წელსაც მოსალოდნელია.


„„2021 წლისთვის უკეთესი მოლოდინები გვაქვს, მაგრამ უფრო მკაფიო სურათს პირველი კვარტალი დაგვანახებს თუ რა გველის მიმდინარე წელს.


მიკროსაფინანსო ბაზარი ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს, არიან ლომბარდული, შერეული, მხოლოდ გადარიცხვებზე მომუშავე ორგანიზაციები და ასევე არიან მსხვილი ორგანიზაციები, მაგალითად „ლაზიკა კაპიტალი“, „კრისტალი“, „ემ ბი სი“ და სხვა, ანუ ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალი კანონების და  რეგულაციების ფონზე, ზოგიერთმა წვრილმა ორგანიზაციამ ვერ გაუძლო და ბაზარი დატოვა, 2021 წელსაც მოსალოდნელია მიკროსაფინანსო  ორგანიზაციების რაოდენობის შემცირება. 2019 წელს რეგულაციების ფონზე ბევრმა ორგანიზაციამ იზარალა და დატოვა ბაზარი, წელს უკვე პანდემიამ აზარალა ბევრი მიკროსაფინანსო და ყველას არ აქვს იმდენი კაპიტალი რომ ამ ყველაფერს გაუძლოს და არ დაიხუროს.  ამიტომ ვფიქრობ, რომ 2021 წელს უფრო მეტი რისკის წინაშე მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან, რომლებსაც არ გააჩნიათ იმდენი კაპიტალი, რომ წლების განმავლობაში არსებულ ზარალს გაუძლონ“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up