მიმდინარე წელს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“  სრული დატვრითვით ყველა ზომის და კატეგორიის საწარმოს შეეხება

მიმდინარე წელს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ სრული დატვრითვით ყველა ზომის და კატეგორიის საწარმოს შეეხება

access_time2019-04-11 10:00:07

ევროკავშირთან მჭიდრო და ყოვლისმომცველმა სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) გაფორმებამ, საქართველოში გარკვეული სტანდარტებისა და რეგულაციების გატარების აუცილებლობა დაგვანახა.  ბოლო წლებია საქართველოში ბიზნესის კეთება სიმარტივით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ  მაჩვენებელმა ხელი უნდა შეუწყოს  პირდაპირ მიმართული უცხოური ინვესტიციების პირდაპირპროპორციულად ზრდას.

 

საქონლისა  თავისუფალი გადაადგილება და მომსახურების თავისუფლება თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების შემოდინებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია და არსებითია ვისაუბროთ იმ ფინანსურ ენაზე, რომელსაც იყენებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამ თვალსაზრისით გავამარტივოთ ბიზნეს ურთიერთობების წარმართვა. ქვეყანაში მზარდი უცხოური ინვესტიცია ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის მაჩვენებელია, რაც შეუძლებელია გაიზომოს სტანდარტიზებული ფინანსური მაჩვენებლების გარეშე.

 

სწორედ ამ მიზნით 2016 წლის 24 ივნისს ძალაში შევიდა კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით.

 

კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

კანონის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საწარმოების ფინანსური უწყისები იყოს გამჭვირვალე და საჯარო. ერთი მხრივ, აღნიშნული კანონი ხელს უწყობს ფინანსური კულტურის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფინანსური აღრიცხვის წარმოებას, ამცირებს საგადასახადო რისკებს ნებისმიერი კომპანიისთვის. მეორე მხრივ, კომპანიის მენეჯმენტი ფლობს სრულ ინფორმაციას საწარმოში არსებულ მდგომარეობაზე და რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს. ნათელია, რომ რეგულაციები ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს კომპანიის შიგნით არსებულ რისკებს. გარდა აღნიშნული ფაქტორებისა, კანონი ხელს უწყობს კომპანიებს ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. ვინაიდან პოტენციური ინვესტორი მარტივად შეძლებს მიიღოს მისთვის სასურველი ფინანსური ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული, საჯარო და ტრანსფარენტული დოკუმენტიდან და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.

 


აღნიშნული რეგულაცია თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს კაპიტალის ბაზარზეც. თუ კომპანიას სურს აწარმოოს ოპერაციები საფონდო ბირჟაზე და იყოს აქტიური წარმომადგენელი, ფინანსური უწყისების გამჭვირვალობა უპირველესი პირობაა. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ საბანკო სექტორის მხრიდან ნდობა მეტად გაიზრდება, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ფინანსური ინსტრუმენტებით და უზრუნველყოს მუდმივი ზრდა. მიმდინარე წელს კანონი სრული დატვრითვით შეეხება ყველა ზომის და კატეგორიის საწარმოს. იმ საწარმოებს, რომლებიც ხვდებიან მესამე და მეოთხე კატეგორიაში, კანონი ავალდებულებს ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და წარგენას. 

 

მესამე და მეოთხე კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

 

 

საწარმოები

კატეგორიების

მიხედვით

 

 

კატეგორია

 

აქტივების ჯამური ღირებულება

 

შემოსავალი

 

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება

 

III კატეგორია

 

< 10’000’000

 

< 20’000’000

 

< 50

 

არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბერი

 

IV კატეგორია

 

 

< 1’000’000

 

< 2’000’000

 

< 10

 

არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბერი

 

 

გრანთ თორნთონი“ ჩართულია ქართული ბიზნეს ატმოსფეროს უწყვეტი გაჯანსაღების საქმეში. ჩვენ გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას, რაც თქვენი ბიზნეს პროცესების გამართულობასა და რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება. ჩვენ შევიმუშავეთ სერვისის სპეციალური პაკეტი მესამე,  მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვისა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებისათვის, რაც გულისხმობს:

 

  • პირველადი დოკუმენტების მოწესრიგებასა და მომზადებას
  • საბუღალტრო ჩანაწერების შემოწმებასა და კორექტირებას
  • საგადასახადო დეკლარაციების შემოწმებასა და კორექტირებას
  • წლიური ფინანსური ანგარიშგებების კომპილაციასა და წარდგენას შესაბამის რეგულატორთან
  • კითხვების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოსთან და რეგულატორთან ურთიერთობასა და ინფორმაციის მიწოდებას

 

„გრანთ თორნთონის შესახებ“

„გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის 53,000-მდე თანამშრომელი, 140-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.


გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის  სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან  აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის  შპს გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის  წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე  და არ  არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის  მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.


(R)

 

 





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up