მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ჯამში, 16  ფიტნეს ზონა მოეწყო

მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ჯამში, 16 ფიტნეს ზონა მოეწყო

access_time2020-07-09 20:20:37

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონები ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში, ფიტნეს ზონები 16 მისამართზე განათავსა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 219 983 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები შვიდ მისამართზე განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი - ცხრა მისამართზე.



სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის 10 სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდა: მუხიანის 4ბ მიკრორაიონის N42 და N43 კორპუსებს შორის, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N5-6 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N 10-14 კორპუსებთან, გლდანის მეოთხე მიკროს N 105 კორპუსის მიმდებარედ სკვერთან, გლდანის პირველი მიკრორაიონის N1 და N2 კორპუსებს შორის, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ და გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N25-26 კორპუსებთან.




გლდანის მესამე მიკრორაიონის N86 კორპუსის მიმდებარე სკვერთან და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N10-14 კორპუსებთან კი, ფიტნეს სივრცეში რამდენიმე დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა.



ცხრა მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ჯეო პარკმა“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 125 840 ლარი დაიხარჯა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up