„მიმდინარე წელს ექსპორტზე 10%-ით მეტი პროდუქციის გატანას ვგეგმავთ“ - „თელავის ღვინის მარანი“

„მიმდინარე წელს ექსპორტზე 10%-ით მეტი პროდუქციის გატანას ვგეგმავთ“ - „თელავის ღვინის მარანი“

access_time2022-08-02 18:00:12

2022 წელს საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა. 5 თვეში ქვეყნიდან 79.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია.


მიუხედავად არსებული სტატისტიკისა, „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე წელს ექსპორტის 10%-ით გაზრდას გეგმავს.


„მიმდინარე წელს ვგეგმავთ, შარშანდელთან შედარებით 10%-ით მეტი პროდუქციის გატანას ექსპორტზე, თუმცა ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა და რთულია პროგნოზების გაკეთება. რომელიმე სახეობის ღვინის მიმართულებით ექსპორტის ზრდას არ ვგეგმავთ, ეს იქნება უფრო სრული პაკეტი, რადგან ქართული ღვინო სწორედ მისი მრავალფეროვნებით არის საინტერესო. რა თქმა უნდა ზოგიერთი სახეობა უფრო მეტად და ზოგიერთი შედარებით ნაკლებად გაიყიდება, მაგრამ მთავარია ჯამური ზრდა შევინარჩუნოთ“,  ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.



მთავრობის ინფორმაციით, შარშან მილიონ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო გავიდა მხოლოდ ამერიკის ბაზარზე. წელს დაახლოებით 15%-იანი ზრდაა, თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამბობს, რომ მათი ამბიციაა გაცილებით მეტი შედეგები გვქონდეს ამ ბაზარზე. „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა „კომერსანტთან“ აშშ-ს ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.


„ბაზრების დივერსიფიცირება, ახალი დაფარვის არეალის მოძიება და გაფართოება ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია, მაგრამ ეს ერთჯერადად და ძალიან ჩქარა არ ხდება, რადგან ღვინო ისეთი პროდუქტია, რომ ის მოითხოვს ცნობადობას, ახალ ბაზარზე ცნობადობის გაზრდა კი ძალიან ხანგრძლივი პროცესია, გადართვა რთულად და ნელა ხდება, თუმცა მაგაზე ვმუშაობთ. საუბარია აშშ-ზე, სადაც ქართული ღვინო წლებია არის და იქ დაინტერესებაც არსებობს, მათ შორის ჩვენი ღვინოცაა წარმოდგენილი. ეს ის ბაზარია რომელზეც უკვე 20 წელია ვართ და სურვილი გვაქვს რომ გავზარდოთ რაოდენობა, თუმცა იქაც შეზღუდვაა ცნობადობის თვალსაზრისით, ყველა შტატში არ არის ცნობილი ქართული ღვინო, ყველა ქსელი არ არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც სააგენტოც ჩართულია და ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიებს აწარმოებს“,  ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.


2022 წელს ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა და ჯამში 13 მლნ დოლარამდე ღირებულების 4 198 ტონა ღვინო გავიდა, რაც 20.5%-იანი ზრდაა, ხოლო  საქართველოდან აშშ-ში 2 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-იანი ზრდაა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up