„მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა“

„მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა“

access_time2022-07-06 15:20:00

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დირექტორთან ვიმსჯელეთ საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რაც ფონდისთვის არის ასევე ძალიან საიმედო პროგნოზების საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.


ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ასეთ სწრაფ ზრდას, ასევე სტრუქტურული რეფორმების პროგრამას - გეგმას, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რომელთა მხარდაჭერითაც შევძლებთ რეფორმების ეფექტიანად განახორციელებას.



„მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა - ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა, რომელზეც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და ასევ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები. ზოგადად, ჩვენ ასევე შევეხეთ ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს, ენერგეტიკის გამოწვევებს და ამ კუთხით, ჩვენი ახალი ინიციატივების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტიანი და ხელი შეუწყოს დამატებით ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორის განსავითარებლად, ასევე იმისთვის, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიის მეტი გენერაცია შეძლოს, შეამციროს დეფიციტი და, ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდეს, მათ შორის, განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


თეგები:
რეფორმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up