მიმდინარე პერმანენტული აქციები – შედეგები, გაკვეთილები და პერსპექტივა

მიმდინარე პერმანენტული აქციები – შედეგები, გაკვეთილები და პერსპექტივა

access_time2019-07-09 09:50:16

მიმდინარე პერმანენტული აქციები – შედეგები, გაკვეთილები და პერსპექტივა

აღნიშნულ საკითხებზე ანალიტიკოს ვაჟა ბერიძე საუბრობს

 

– რა შეიძლება ვთქვათ მიმდინარე აქციების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

ვინ მოიგო და ვინ წააგო. ქვეყნისთვის რა შედეგების მომტანია ისინი

 

– ჯერ მხოლოდ შუალედურ შედეგებსა და დასკვნებზე შეიძლება საუბარი. აქ მოდით, გამოვყოთ არსებითი და მთავარი:

 

* საქართველო ნატოს სხვადასხვა სახის წვრთნებისა და აქტივობების, ანაკლიის პორტის თემის გამწვავების კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ  საქართველო გახდა რუსული და ამერიკული სპეცსამსახუერბის დაპირისპირების ეპიცენტრი.

 

* „გავრილოვის ღამე“ და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო რუსული სპეცსამსახურების კარგად მომზადებული და განხორციელებული სპეცოპერაცია. ხელისუფლების შეცდომებისა და რუსული გავლენის აგენტურის პროვოცირების შედეგად გადაიდგა ერთი და სერიოზული ნაბიჯი ქვეყანაში სრულმასშტაბიან დესტაბილიზაციამდე.

 

* განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან ვითარების დესტაბილიზაციის გარეშე.

 

* მშვიდი საარჩევნო პროცესის პირობებში ნებისმიერ დაპირისპირებას, მათ შორის, არჩევნებს ანტიმიშა–ანტიბიძინა პრინციპით, ყოველთვის მოიგებს ბიძინა.

 

– საზოგადოების განწყობა, – უფრო პროსახელისუფლოა ის, თუ სასწორის პინა ნაციონალებისკენ გადაიხარა და მათ მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ამომრჩევლის თვალში, რაც უმრავლესობის მიმხრობას ნიშნავს

 


– ჩვენ ისევ არ გვაქვს საზოგადოების განწყობის მონიტორინგის შედეგები, საქართველოში ისევ არ არსებობენ ობიექტური, მიუკერძოებელი, სათანადო მეთოდიკით აღჭურვილი სოციოლოგიური კვლევების კომპანიები, რაც ხელს აძლევს როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რადგან ასე უფრო იოლი იქნება არჩევნების შედეგების კორექტირება სათანადო მიმართულებებით. ამიტომ, ჩვენ მოდით დავეყრდნოთ NDI –ისა და IRI – ის კვლევებს, რომელთა მიმართ, ადრინდელი პრაქტიკის გათვალისწინებით, გარკვეული სკეპსისი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. წლის დასაწყისში NDI –ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი (იმათი რაოდენობა, ვინც „ქართულ ოცნებას“ თავისი ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს) იყო 27 %. იქედან დღემდე, ანუ აქციებამდე, საზოგადოებრივი განწყობა არსებითად არ შეცვლილა. ხოლო „ენმ“–ის რეიტინგი, იყო 12%. თუ ამას თანამგზავრი პარტიების რეიტინგებსაც მივუმატებთ, „ენმ“–ის სტაბილურად მხარდამჭერთა რაოდენობა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, 25%–ია. ხოლო „ქართული ოცნების“ პოტენციური მოკავშირეა კიდევ დაახლოებით 20%, რომელიც პრინციპულად საკითხის დასმისას – ბიძინა თუ მიშა, ირჩევს ბიძინას.

 

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამომრჩევლის 50% მდე არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიიჩნევს თავისი ინტერესების გამომხატველად. ამდენად, პროტესტი რუსთაველზე ამ 25%–ის ამბოხია და ამ გზით სააკაშვილი და კომპანია ცდილობენ ხელისუფლებაზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მხარდამჭერების მიმხრობას იმ დარჩენილი 50%–დან. ნაცმოძრაობის რეაბილიტაციაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამომრჩევლის 50–60 %–ისთვის მიშა და ნაციონალები კატეგორიულად მიუღღებლები არიან და ვერანაირი აქციები ამ განწყობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

– აქციის ორგანიაზტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს ახალგაზრდების პროტესტია, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე აპელირებენ.

 

– ეს ნაციონალების საკმაოდ ოსტატურად მოშველიებული ხრიკია. აქციაზე თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე ახალგაზრდა ორგანიზატორი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მაინც ნაციონალურ მოძრაობასთან არიან აფილირებულნი. სტუდენტური მოძრაობა კი, როგორც ამას თავის დროზე ორტეგა ი გასეტი მიუთითებდა, ბოლომდე დამოუკიდებელი ვერასდროს იქნება. მისით,ყველა შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები ისარგებლებენ.

 

– 20–21 ივნისის ღამის მოვლენები

 

– პირდაპირ და არაორაზროვნად ვიტყვი, რომ ერთი მხრივ, ეს იყოს საზოგადოების გულწრფელი პროტესტი კონკრეტულ პროვოკაციულ აქტზე – გავრილოვის ჩაჯდომაზე პარლამენტის სპიკერის სავარძელში. მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტიკოსთა ჯგუფის მიერ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა და მესამე,მიმდინარე აქციები, ვისგანაც უნდა იმარტთებოდეს ისინი, არის დემოკრატიული პროცესის ორგანული ნაწილი. შესაბამისად, პროვოკაციას წამოგებული, წინდაუხედავი პოლიტიკოსები უნდა დასჯილიყვნენ და დაისაჯნენ კიდეც. შტურმის ორგანიზატორების ქმედებები სამართლებრივად უნდა შეფასდეს აბსოლუტურად მიუკერძოებლად და ობიექტურად. და ბოლოს, – სამართალდამცავების მხრიდან დაშვებულ ძალის გადამეტების ნებისმიერ ფაქტს, სათანადო გამოძიების შემდეგ, უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას გადადგომას, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ ასევე ობიექტურად უნდა იქნას განხილული. თუ არა, ამ აქციებთან დამოკიდებულების ფასს გადაიხდის როგორც ოცნება, ისე ნაციონალები. და მთავარი მსაჯული, რომელიც არ ეიმედება არც  ხელისუფლებას და  არც ოპოზიციას, უნდა იყოს ქართველი ხალხი საარჩევნო ურნასთან. ყველა სხვა სცენარი არის ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი.

 

– ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას არალეტალური იარაღის, ანუ რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება.

– ამაზე უნდა ვთქვა პირდაპირ. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ხალხის ხმებზე არ ვნადირობ. ჩვენ თავი უნდა დავანებოთ სახელმწიფობანას თამაშს. როცა ადამიანთა ჯგუფი აპირებს პარლამენტში შეჭრას, საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობას და იკვეთება სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები. ასეთ დროს, როცა სპეციალური ნაწილები ვერ უმკლავდებიან მოქალაქეთა ჯგუფის ფიზიკურ ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, შეიძლება სათანადო გაზის და პლასტიკატის ტყვიების გამოყენება. უფრო მეტიც, როცა ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლის საფრთხე წარმოიშობა, საქმეში შეიარაღებული ძალები ერთვებიან და კონსტიტუციური წყობის დასაცავად არა მარტო არალეტალური, არამედ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებაც შეიძლება. როცა მთავრობის სახლის წინ დაიწყო შტურმი, ძალადობა პოლიციელებზე, იმ წუთიდან აქციის ყველა მონაწილე გავიდა კანონის ფარგლებიდან და ამან ლეგიტიმური გახადა წიწაკიანი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება. თუმცა, აქ იყო ერთი შეცდომა – მომიტინგეები დარბევის და მათ მიმართ დაშლის ღონისძიების დაწყების თაობაზე ხმამაღლა მოლაპარაკით უნდა გაეფრთხილებინათ და დამიზნებით არ უნდა ესროლათ  პლასტმასის ტყვიები მათთვის.

თავის დროზე, მე ვმონაწილეობდი 2009 წლის აქციებში და როცა მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) დაიძრა თბილისის პოლიციის სამმართველოსკენ და გადაძვრა სამმართველოს ღობეზე, შევწყვიტე აქციაში მონაწილეობა, რადგან მიმაჩნდა, რომ პოლიციის ოფისის ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევა შესაძლოა, პოლიციის შენობის დარბევის მაპროვოცირებელი გამხდარიყო, რასაც სწორად არ მივიჩნევდი, რადგან პოლიცია, თუნდაც გადაცდომების დამშვები, პოლიციაა და მისი დეზორგანიზაცია ქვეყანას არასდროს მოუტანს სიკეთეს.

 

– რას მოასწავებს არასამთავრობოების წარმომადგენელთა ყოფნა აქციის ორგანიზატორებს შორის.

 

– ჩვენი არასამთავრობო სექტორი რთული ფენომენია, ათასობით ორგანიზაცია არსებობს, მაგრამ ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრები მხოლოდ ორმოცდაათიოდე მათგანს აქვს. მათი ძირითადი დამფინანსებელი ამერიკული და ევროპული ფონდებია. ამდენად, ეს ორგანიზაციები გარკვეული აზრით, ამერიკული ორგანიზაციებია და რახან აშშ და ევროკავშირი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ფაქტი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სახიფათო არ არის. მაგრამ, გარკვეულწილად მათ პოზიციას (საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და აშ) ქართული საზოგადოება აღიქვამს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მათი საქმიანობა პოზიტიურია, თუმცა მათი ყოფნა საპროტესტო აქციების ავანგარდში მიუთითებს, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა შესაბამისად მჭიდროდ არ თანამშრომლობს აშშ საელჩოსთან და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობისა და ურთიერთგაგების მისაღწევად აქციები არ უნდა ხდებოდეს საჭირო.

 

– მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე

 

– ფაქტი დასაშვებად მიმაჩნია. იმუნიტეტი არ უნდა იყოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. თუმცა,  იმუნიტეტი პარლამენტარისთვის ურთულესი მისიის შესასრულებლად აუცილებელია. მაგრამ ყველა ქვეყანამ უნდა იმოქმედოს არსებული რეალობიდან გამომდინარე. როცა ერთ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს,ჰქონდა ყოველ შემთხვევაში, მისი დეპუტატები უპირატეს მდგომარეობაში არიან. ამიტომ, მე ვურჩევდი საქართველოს პარლამენტს, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, ყველამ შეიჩეროს უმუნიტეტი. ამით ეს დავიდარაბაც მორჩება.

 

– პროპორციული არჩევნების თაობაზე.

 

– მე არ ვარ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის მომხრე ეს ნაბიჯი ნაადრევად მიმაჩნია,რადგან ჩვენი პარტიები სუსტი გაერთიანებებია, ორგანიზაციულადაც და ფინანსურადაც. განვითარებული დემოკრატიის რიგ ქვეყნებში მაჟორიტარული პრინციპიც შესანიშნავ შედეგებს იძლევა. საქართველოს ნორჩი დემოკრატიისთვის და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შერეული პრინციპი უფრო მისაღებად მიმაჩნია. არ არის ძლიერი არგუმენტი, რომ მმართველი პარტია ყოველთვის იგებს მაჟორიტარულ ოლქებს. 2012 წლის არჩევნებში ბევრ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციური „ოცნების“ კანდიდატებმა იმარჯვეს. თანაც პროპორციული არჩევნები ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობას ეფუძნება. საქართველოში, სადაც „ერთი კაცის“ ბევრი პარტიაა, თუნდაც ერთი პატარა ჯგუფის პარტიები, რომელთაც, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთების მიზერულ საბიუჯეტო დაფინანსებას, ფაქტობრივად პოპულიზმის ტალღაზე მოძრავი უფულო პარტიებია, რომლებიც შესაბამის საქმიანობას სათანადოდ ვერ აწარმოებენ.

 

მაგრამ, მოდით დავნერგოთ ეს ექსპერიმენტიც. რახან საპარლამენტო მმართველობაზე გადავდივართ, იყოს პროპორციული არჩევნები. მაგრამ ერთი რამეც იქნება, ჩემი რჩევა პოლიტიკური სპექტრისადმი. რახან ხელისუფლებამ დათმო და დათანხმდა პროპორციულ არჩევნებს 2020–ში (ოპოზიციის აზრით, შერეული არჩევნები უპირატეს შესაძლებლობეს უქმნიდა სწორედ ხელისფლებას), ოპოზიციამაც უნდა დათმოს და დათანხმდეს უბარიერო, ანუ ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნების ჩატარებას, თუმცა მე ვიზიარებ შეშფოთებას, რომ უბარიერობის პირობებში, შესაძლოა, 1993–1995 წლების პარლამენტზე (24 პარტია) ჭრელი პარლამენტი მივიღოთ, რომელიც ამ უმაღლესი ინსტიტუციის ნორმალურ ფუნქციონირებას პრობლემურს გახდის.


წყარო: ბანკები და ფინანსები




ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up