პარლამენტი  აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ კანონპროექტს მიზანმიმართულად არ იხილავს-ვინ იღებს  პასუხისმგებლობას გახშირებულ ტრაგედიებზე ?

პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ კანონპროექტს მიზანმიმართულად არ იხილავს-ვინ იღებს პასუხისმგებლობას გახშირებულ ტრაგედიებზე ?

access_time2019-10-31 11:00:33

გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე, გარდაცვლილი იპოვეს.  29 წლის ახალგაზრდას ოჯახი 4 დღე ეძებდა. ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებნენ. საუბარია თვითმკვლელობის ვერსიაზე.

 

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ლუდომანია ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, 16 ადამიანისთვის გახდა სუიციდის მიზეზი. არასამთავრობ ორგანიზაციაში „დედები აზარტული თამაშებისთვის“ ამბობენ რომ ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ საჩხერის რაიონში მოხდა.

 

სტატისტიკაც და ისტორიებიც შემაშფოთებელია.  და მაინც ყველა მათგანის ისტორია თითქმის იდენტურია, გართობისთვის დაწყბეული თამაში საბოლოოდ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებით სრულდება და თამაშ- თამაშით ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ანადგურებენ.

 

წლებია საკითხი ქვეყანაში  მწვავედ დგას, თუმცა ამ დრომდე პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი  ყოველდღიურად მატულობს.

 

მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ აღნიშნულ პრობლემაზე სისტემატურად წერს, რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვესაუბრებთ ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც გვიყვებოდა, რომ პირველად 16 წლის ასაკში ითამაშა, ლევანი ამბობდა, რომ რეგისტრაცია არ გასჭირვებია: დედას პირადობა მოჰპარა და ყოველგვარი სირთულის გარეშე მისთვის ახალი კარი გაიღო. თუმცა ახალი კარის გაღების პარალელურად ჯერ უნივერსიტეტის,  შემდეგ კი ოჯახის კარი დაეხურა:

 

„მე- 10 კლასში ვიყავი, როდესაც პოკერი პირველად ვითამაშე, მაშინ ვთვლიდი, რომ ალღო მარტივად ავუღე. მცირე თანხაზე ვთამაშობდი და ცოტას თითქმის ყოველთვის ვიგებდი. სათამაშო თანხა ნელ-ნელა გავზარდე. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ უნივერსიტეტის გადასახადი წავაგე. მაშინ როდესაც მშობლებს ეგონათ, რომ უნივერსიტეტში ვიყავი მეგობართან სახლში ვიყავი და წაგებული თანხის „ამოღებას“ ისევ თამაშით ვცდილობდი“,- გვიყვებოდა ლევანი.

 

ჩვენი რესპონდენტი იხსენებდა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ოჯახის წევრები და მეგობრები დააკარგვინა. მიუხედავად არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა ლევანი თამაშს მაინც აგრძელებდა:

 

„ბოლოს ბინის საყიდელი დანაზოგი თანხაც წავაგე, გამომდინარე იქედან, რომ ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა ბევრჯერ დამეხმარნენ. ვისაც ვიცნობდი ყველას ვალი მქონდა, ჩემს საქციელს ძალიან განვიცდიდი თუმცა, თავს ვერ ვანებებდი. მშობლებსაც ამოუვიდათ ყელში ჩემი ვალების გასტუმრება, რის გამოც დაახლოებით ერთი წელი მარტო ვცხოვრობდი. დღეს თითქოს ყველაფერი დალაგდა ცოლი და შვილი მყავს, ვმუშაობ, მშობლებთანაც გამომისწორდა ურთიერთობა, თუმცა, თამაშს თავს მაინც ვერ ვანებებ. ახლა ძალიან მცირე თანხაზე ვთამაშობ, დაახლოებით 15-20 წუთით, იმედია ოდესმე სულ დასრულდება ეს ჯოჯოხეთი“, - ამბობდა ლევანი.

 

ქვეყანაში სიტუაცია, რომ საგანგაშოა და ლევანის მსგავსად აზარტულ თამაშებში ჩაბმა ძალიან მრავალ არასრულწლოვანს შეუძლია ადასტურებს ლუდომანიის პრევენციის ცენტრის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 500 გამოკითხული მოსწავლიდან, თითქმის ნახევარი, აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული.

 


არადა სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. აღსანიშნავია, ისიც რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება.  ამის მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა.

ამ დრომდე სახელმწიფოს არც არანაირი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ მოქალაქეები ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაიცვას.

 

პირველად სათამაშო ბიზნესის ნაწილობრივ რეგულაციის ქვეშ მოქცევა მმართველი გუნდის ამჟამინდელმა და უკვე ყოფილმა დეპუტატებმა ერთ წლის წინ სცადეს.  „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი, ვერდიქტის მოლოდინში ექვსი თვე იყო თაროზე შემოდებული, თუმცა კენჭის ყრის დროს კანონპროექტს „ქართული ოცნების“ გუნდმა მხარი არ დაუჭირა. მაშინ ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებდა , რომ პარლამენტმა მიზანმიმართულად ჩააგდო. როგორც ლევან გოგიჩაიშვილი კომერსანტთან აღნიშნავდა კანონპროექტის ჩავარდნა ლობისტებისა და ერთი მონოპოლიური სარეკლამო კომპანია, ალმას ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.  დეპუტატი ამბობდა იმისაც, კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლობირებდა.

 

ლევან გოგიჩაიშვილმა, რამდენიმე დღის წინ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. აზარტული და მომგებიანი თამაშების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა მმართველი გუნდის ყოფილი წევრი უკვე მეორედ ცდილობს.


 „ზუსტად იგივე შინაარსის კანონპროექტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა ჩააგდო. საკანონმდებლო აქტში პრინციპული განსხვავება არ არის, უბრალოდ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის საკითხი კვლავ დავაბრუნეთ დღის წესრიგში“, - განუცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“.

 

დამოუკიდებელი დეპუტატის მცდელობისა სათამაშო ბიზნესი რეგულაციების ქვეშ მოაქციოს საქართველოში ფსონების მიღება ისევ ისეთივე მარტივია როგორიც სულ იყო, ისევ ასობით ადამიანი იღებს კრედიტებს აზარტული თამაშების გამო.  კითხვაზე რატომ ფერხდება აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა, ლევან გოგიჩაიშვილი გვპასუხობს, რომ სათამაშო ბიზნესს გავლენიან მფარველები ჰყავს.  

 

„არც ერთი კანონპროექტი, რომლებიც მთავრობას აქვს პარლამენტში შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი. ყველა დეპუტატი გიპასუხებთ, რომ პრობლემა რეალურია და მას გადაჭრა უნდა. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ისინი უკან იხევენ. ჩემთვის მიზეზი მარტივია – მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ უნდათ კანონპროექტის დამტკიცება და ამით პრობლემის მოგვარება. დეკლარირებულად ყველა პრემიერ მინისტრს გაცხადებული ჰქონდა, რომ პრობლემა მოსაგვარებელია და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ დროს არავინ არაფერს აკეთებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ან არიან გულწრფელები და ატყუებენ მოსახლეობას ან მართლა უნდათ რაღაცის გაკეთება, მაგრამ ისეთი ძალა აჩერებთ,რომელთან შეწინააღმდეგების უნარიც  არ აქვთ. რეალურად, სათამაშო ბიზნესის განვითარება უამრავი ადამიანის გაღარიბებას ნიშნავს, სახელმწიფო კი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

მისი განმარტებით,მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, სათამაშო ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს, რადგან სათამაშო ბიზნესი ქართული ოცნების  შავ სალაროს აფინანსებს.

 

„ქართულ ოცნებას იმ საკანონმდებლო სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდა, რაც ბაზარზეა. რეალურად, ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას უტოვებს აღნიშნულ კომპანიებს სხვადასხვა საშუალებებით მანიპულაციები აკეთონ, მაგალითად, სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ბიზნესის საშუალებით ფული გათეთრდეს. ონლიან კაზინოების გამოყენებით ფულის გათეთრება არის ყველაზე მარტივი. ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესის დაახლოებით 30% ჩრდილშია მოქცეული, რეალურად არსებობს თანხები, რომლიც ამ კომპანიებს ხელისუფლების შავ ბუღალტერიაში შეაქვთ. ამიტომ არსებული საკანონმდებლო სტატუს ქვო აწყობს ბიზნესაც და „ქართულ ოცნებასაც“, ეს ორი ჯგუფი ძალიან დიდი სარგებელს პოულობს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


კომერსანტის კითხვაზე აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შეფერხებით მმართველი გუნდი უწყობს თუ არა ხელს სიღარიბის ზრდას ქვეყანაში, ქართული ოცნების ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სჭირდება ღარიბი მოსახლოება, რათა მათ ადამიანების მართვა შეძლონ.

 

ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც მიისწრაფვის ძალაუფლების კონცენტრაციისკენ, მიისწრაფვის ინსტიტუტების დამორჩილებისკენ და სახელმწიფოს მიტაცებისკენ. ის არასდროს არ არის დაინტერესებული ძლიერი საშუალო ფენით. ფეხზე დამდგარი და ძლიერი მოქალაქეები სახელმწიფოს კანონის უზენაესობას მოსთხოვს, მაგრამ როდესაც აპირებ კანონის უზენაესობა ფეხქვეშ გათელო და ავტორიტარიზმისკენ გადადგა ნაბიჯები, ბუნებრივია მაშინ დაინტერესებული ხარ, რომ შეინარჩუნო ისეთი სოციალური ფონი რომელიც, არჩევნებზე დიდი ფულის დახარჯვის შემთხვევაში საშუალებას მოგცემს მართვის სადავეები შეინარჩუნო. ის მოცემულობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას,  რომ ხელისფულება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, -განმარტავს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

დეპუტატი  კომერსანტთან კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომელშიც სარეკლამო კომპანია ალმა, თბილისის მერია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყვნენ ჩაბმულნი. თუმცა, დეპუტატის ამ განცხადებების მიუხედავად საგამოძიებო უწყებებს საკითხის შესწავლა არ დაუწყიათ.

 

 „დროთა განმავლობაში ჩვენ ყველაფერს აქტიურად გავაჟღერებთ. საგამოძიებო ორგანოები მინიმუმ იმ ინფორმაციით უნდა დაინტერესდეს, რა ინფორმაციაც პარლამენტის წევრს აქვს. მე ინფორმაციას გავუზიარებ თუ არ გავუზიარებ ეგ ჩემი საქმეა, მაგრამ ინტერესი ხომ უნდა გამოხატონ? ნებისმიერი ასეთი გაცხადებული ინფორმაცია არის საფუძველი, რომ სავარაუდო კორუფციულ სქემის ფაქტზე საქმე აღიძრას. ჩვენი ამოცანაა საუბარი, მაგრამ ჩვენ ასევე ვეცდებით ზეწოლა განვახორციელოთ სახელმწიფო შესაბამის სტრუქტურებზე, რათა  შესაბამისი მოქმედებები განახორციელონ. სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ებრძოლოს კორუფციას და ასეთი გარიგებები გამოიძიოს და არ დატოვოს რეაგირების გარეშე. მე არ მიკვირს მათი თავშეკავება, კითხვა როდესაც დავუსვი სუს–ის ახალ ხელმძღვანელს, ისეთი ზოგადი პასუხი გამცა, რომ აშკარად ადამიანმა იცის რაც ხდება, მაგრამ უბრალოდ პოლიტიკური კონუექტურა მას დღეს ამაზე მეტის გაკეთების საშუალებას არ აძლევს“, - განუცხადა კომერსანტს ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია საბანკო სექტორის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე  მძლავრი, მომგებიანი და, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. აღსანიშნავია, რომ 6 წელიწადში მოქალაქეებმა აზარტულ თამაშებში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს.

 

სანამ მმართველი გუნდის წევრები იგრძნობენ პირად პასუიხსმგებლობას აზარტული თამაშებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე, მანამდე ქვეყანაში ბევრჯერ დატრიალდება „რულეტკა“ და ბევრჯერ შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. ასე თამაშ თამაშში თავიდან დაიწყება სესხი, ლომბარდში ჩადებული სახლი, მანქანა, სამკაულები და ბოლოს დარჩება დაკარგული ცხოვრება.



ბაჩო ადამია




Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...

„კომერსანტის“ 21 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 21  იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-21 21:30:47
„კომერსანტის“ 21 იანვრის TOP 10 თემა 1.ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში 2. თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად...

CNN: 22 მამაკაცი უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი

CNN: 22 მამაკაცი  უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი
access_time2020-01-21 20:30:47
გლობალური უთანასწორობა გავიდა კონტროლიდან ეკონომიკური სისტემების უსამართლობის გამო, რომელიც ზღუდავს ქალების უფლებებს  და აძლევს მილიარდერებს საზოგადოებისთვის უსარგებლო სიმდიდრის დაგროვების საშუალებას - ასეთია საერთაშორისო საქველმოქმედო  ორგანიზაცია Oxfam International-ის კვლევის დასკვნა.   ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს მიიღონ ზომები, რომლებიც შეამცირებს დატვირთვას ქალებზე, რომელიც დაკავებულები არიან ბავშვების და მოხუცების მოვლით. ხშირ...

BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

 ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს
access_time2020-01-21 16:50:54
„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ - ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ-საჭიროება......


მსგავსი სიახლეები

up