მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი - დავით საგანელიძე კობახიძის ღარიბაშვილით შესაძლო ჩანაცვლებაზე

მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი - დავით საგანელიძე კობახიძის ღარიბაშვილით შესაძლო ჩანაცვლებაზე

access_time2019-03-05 16:15:37

პარტიაში ძირეული ცვლილებები იყო საჭირო - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. როგორც პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დავით საგანელიძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც პარტიამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

 

დავით საგანელიძე ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში შესაძლო შესვლის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.

 

"ეს საკითხი არ დამდგარა, არც არავის უხსენებია. თუ მე მკითხავთ პირადად მე მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი. ერთი მინდა გითხრათ, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან წავიდა, წავიდა ისე რომ საკმაოდ ისე, რომ საკმაოდ დიდ პოტენციალი მასში არსებობდა და დარჩა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ეს პოტენციალი პარტიამ ახლა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს,"-განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას ემსახურება.  სავარაუდოდ ის კენჭს იყრის მთაწმინდის მაჟორიტარად. მანდატი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისუფალია და იქ შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი არსებული ინფორმაციით, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.





არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up