ახალგაზრდობის სააგენტო 1 მლნ ლარის საგრანტო კონკურსს აცხადებს. „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება და 20-30-მდე, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3- ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.
ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, არაფორმალური განათლების გზით კომპეტენციების ზრდუზ უზრუნველყოფისთვის.
"კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ასევე იქ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს", - აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა.
ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებშია, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა.
კონკურსის მიმდინარეობის ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული საინფორმაციო ტურნე გაიმართება დაა ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრები, რაზეც დაანონსდება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამავე გვერდზე, ახალგაზრდობის სააგენტო თემის ირგვლივ დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს.
კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 25 დღის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.
gbc.ge