მილიონერ მერაბ ელაშვილის ბიზნესს პრობლემები შეექმნა – რუსეთში Sbarro–ს პიცერიები იხურება

მილიონერ მერაბ ელაშვილის ბიზნესს პრობლემები შეექმნა – რუსეთში Sbarro–ს პიცერიები იხურება

person access_time2016-07-05 17:30:17

ჰოლდინგი „სტუმართმოყვარეობის პლანეტა“, რომელიც რუსეთში პიცერიების ქსელ Sbarro–ს ავითარებს, წყვეტს კონტრაქტს ბრენდის ამერიკელ პარტნიორთან. ამის შესახებ Rambler News Service–ს რუსულ კომპანიაში განუცხადეს. კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად, რუსეთში Sbarro–ს ობიექტების რაოდენობა სამჯერ შემცირდება.


რუსეთში, დსთ–სა და ბალტიისპირეთში Sbarro–ს ბრენდის მფლობელია მერაბ ელოშვილი – წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი.

 

კომპანია „სტუმართმოყვარეობის პლანეტა“  19 წლის განმავლობაში იყო ამერიკული კორპორაცია Sbarro–ს სტრატეგიული პარტნიორი და რუსეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალტიასა და დსთ–ში ბრენდის ფრანჩიზით განვითარების უფლებას ექსკლუზიურად ფლობდა.


„სტუმართმოყვარეობის პლანეტას“ აქვს აღნიშნული ბრენდის 50 რესტორანი. თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიას პრობლემები შეექმნა: მარტში მოსკოვის შრომის სახელმწიფო ინსპექციამ „სბაროს“ ქსელს გადაუხდელი სახელფასო დავალიანება აღმოუჩინა. იგივე მიზეზით შემოწმება პროკურატურამაც ჩაატარა.


იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სტუმართმოყვარეობის პლანეტამ“ სამი ათასი თანამშრომელი დაითხოვა, თუმცა კომპანიამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

 


გარდა ამისა, მისმა 30–მდე თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა და ხელფასის გადახდა მოითხოვა, რამაც კომპანიას დამატებითი დარყმა მიაყენა.


ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ამერიკულმა კომპანია Sbarro–მ. მოთხოვნის შემცირების გამო გააკეთა განაცხადი საკუთარი გაკოტრების შესახებ. მან ასობით პიცერია დახურა, რათა ბიზნესის რენტაბელობა გაეზარდა. 


მერაბ ელაშვილი მის ბიზნესში შექმნილ პრობლემებზე რუსულ საქმიან გამოცემა „ერ ბე კა“–სთან საუბრობს და ამბობს, რომ მისი კომპანიის პრობლემების ერთერთი მთავარი მიზეზი ბანკების პოლიტიკაა.


„2014 წელს ბრუნვამ 7 მილიარდი რუბლი შეადგინა, 2015–ში კი 5,5 მილიარდი იყო. კომპანია მუდმივად ვითარდებოდა რეინვესტიციისა და საბანკო თანხების მიზიდვის ხარჯზე. 2014 წლის შუა პერიოდში, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაწყებისას, ზოგიერთმა ბანკმა უარი გვითხრა საკრედიტო ხაზის გაგრძელებაზე, და ჩვენ იძულებულნი გავხდით დაგვებრუნებინა ფულადი სახსრები. მაშინ თითქმის ყველა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 10–11 %–დან 19–25%–მდე ასწია და ჩვენ ძალიან დიდი ძალა და ენერგია დაგვჭირდა, რათა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ სარესტორნო ბიზნეს–მოდელს ასეთი ფუფუნება არ აქვს... მხოლოდ 2015 წლისთვის შევძელით ამ თემის დარეგულირება. ჩვენზე გავლენა მოახდინა სასურსათო ემბარგომ, სავალუტო რისკებმა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირებამ – მთლიანობაში ჩეკები 20–30%–ით შემცირდა. ჩვენ დავიწყეთ ბიზნესის ოპტიმიზაცია: პერსონალის შემცირება ოფისში, სავაჭრო ცენტრებთან მოლაპარაკებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიღაც დაგვთანხმდა იჯარის საფასურის რუბლში გადახდაზე, ვიღაც – არა... ამის გამო ერთ დღეში 500 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ბევრი მათგანი ჩამოსული იყო და მათთვის სამსახურის დაკარგვა ნამდვილი ტრაგედია, კატასტროფა გახდა,“ – განაცხადა ბიზნესმენმა. 


ელაშვილი ამბობს, რომ მზადაა, კომპანიის აქციების ნაწილი ინვესტორებს დაუთმოს, თუმცა არ აკონკრეტებს რა წილის გაყიდვას გეგმავს.


მერაბ ელაშვილი ქართული წარმომავლობის ბიზნესმენია. ის სამტრედიაში დაიბადა,  18 წლის ასაკში მოსკოვში გაემგზავრა და სახელი შოკოლადის კვერცხებით გაითქვა, რომლის შიგნითაც, კაფსულაში სათამაშო იყო მოთავსებული. კვერცხებით ვაჭრობამ მას საკმაოდ მალე დიდი ფული მოუტანა. ცოტა ხანში ამერიკელებისგან პიცერიების ქსელის "სბაროს" ფრანჩაიზინგის უფლება გამოისყიდა და მოსკოვში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე პიცერია გახსნა.


მისი ბიზნესი საოჯახო ხასიათისაა: მან ძმასთან და დის ქმართან ერთად. ჰოლდინგი  "გ.მ.რ. - სტუმართმოყვარეობის პლანეტა" შექმნა, სადაც პირველი სამი ასო მათი სახელების ინიციალებია - გიორგი, მერაბი და რომანი. დღეს ეს ჰოლდინგი მსოფლიოს ხუთი ქვეყნის 44 ქალაქში 285 რესტორანს აერთიანებს.


„მე ვაზროვნებ ქართულად და გადაწყვეტილებებსაც ქართულად ვიღებ. ფულსაც კი ქართულად ვითვლი", - ამბობს ელაშვილი.




ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up