89 წლის მილიარდელი ჯორჯ სოროსი ეჭვობს, რომ კორონავირუსმა შესაძლოა, ევროკავშირის დასრულება გამოიწვიოს. ამის შესახებ გამოცემა “დეილი მეილი” წერს.
სოროსმა, ევროკავშირს „არასრული კავშირი“ უწოდა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიმართ გერმანიის გადაწყვეტილებას შეშფოთების საფუძველი უწოდა.
საკითხი ეხება ევროპის ცენტრალურ ბანკში გერმანიის ეროვნული Bundesbank-ის წევრობას. კერძოდ, ცოტა ხნის წინ გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას სამი თვე აქვს რათა განმარტოს მისი გეგმის შესაბამისობა, რომელიც სტიმულირების პაკეტის ფარგლებში ობლიგაციების შეძენას ეხება.
„სამართლიანობის ბორბლები ძალიან ნელა მოძრაობენ, ხოლო საფრთხეები, როგორიც არის Covid-19, ძალიან სწრაფად. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ევროკავშირისთვის“, – განაცხადა სოროსმა.
სოროსი ასევე აცხადებს, რომ გლობალურმა პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს არსებული სახის კაპიტალიზმის დასრულება.
bfm.ge