მილიარდერები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ

მილიარდერები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ

access_time2019-10-27 20:00:54

დღეისათვის საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც წარმატების მისაღწევად უნივერსიტეტში სწავლა და დიპლომის აღება აუცილებელია. თუმცა ჩვენს გარშემო არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ, თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია.

Forbes-ის სტატისტიკის მიხედვბით ყოველ მე-8 მილიარდერს უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. მათმა უმეტესობამ სწავლას თავი დაანება და მეტი დრო იმ საქმიანობას დაუთმო, რამაც მათ წარმატება მოუტანა.

Business Insider-ი წარმოგიდგენთ იმ მილიარდერებს, რომლებმაც კოლეჯში სწავლა მიატოვეს

რალფ ლორენი

ცნობილი ამერიკელი დიზაინერი რალფ ლორენი მოდის ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებამდე ნიუ-იორკში Baruch College-ში სწავლობდა. მან კოლეჯში მხოლოდ 2 წელი ისწავლა, რის შემდეგ განათლების მიღება შეწყვიტა და დიზაინერი გახდა. ამჟამად ის 5.8 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

იან კუმი

WhatsApp-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი იან კუმი სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. მან სწავლა მიატოვა და მუშაობა Yahoo-ში დაიწყო, რის შემდეგაც WhatsApp-ის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა. დღეს მისი ქონება 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მარკ ცუკერბერგი

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ჰარვარდში სწავლობდა, რა დროსაც სოციალური ქსელის შექმნის იდეა გაუჩნდა და სწავლა მე-2 კურსზე მიატოვა. დღეს მისი ქონება 66 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.


ტედ ტერნერი

საინფორმაციო სააგენტო CNN-ის დამაარსებელი ტედ ტერნერი ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ მას უნივერსიტეტი საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. ტერნერი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, რაც კანონის დარღვევა იყო და ის გარიცხეს. დღეს მისი ქონება 2.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დევიდ გეფენი

DreamWorks Animation-ის თანადამფუძნებელი დევიდ გეფენი ტექსასის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია. დღეს მისი ქონება 8.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ჰოლივუდში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.

ბილ გეითსი

კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსი ჰარვარდში სწავლობდა, სადაც მხოლოდ 2 წელი გაატარა და შემდეგ შეწყვიტა. ამის მიზეზი კი კომპანია Microsoft-ის შექმნა გახდა. დღეს მისი ქონება 102 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ტრევის კალანიკი

Uber-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტრევის კალანიკი კალიფორნიის უნივერსიტეტში ინჟინერიას სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სწავლა მიატოვა. დღეს მისი ქონება 3.7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.


BPN




ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up