Forbes-მა შეადგინა იმ ბიზნესმენების რეიტინგი, რომლებმაც 2018 წელს სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს მილიარდობით დოლარი. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი ძალიან შორს არიან სიღარიბისგან, და კვლავაც ინარჩუნებენ ადგილებს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებში.
1.მარკ ცუკერბერგი, დაკარგა 18,7 მლრდ., დარჩა 52,5 მლრდ. დოლარი
2018 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Facebook-იდან მოხდა 50 მლნ. მომხმარებლის პირადი მონაცემების გაჟონვა, რის გამოც ცუკერბერგმა დაკარგა 2 დღეში 8 მლრდ. დოლარი. ინციდენტის შესახებ მას მოუწია ანგარიშის ჩაბარება კონგრესის წინაშე, თუმცა ამანაც ვერ იხსნა მილიარდერი პრობლემებისგან. ივლისში მისი ქონება შემცირდა 15 მლრდ, დოლარით იმის შემდეგ, რაც არ გამართლდა პროგნოზი Facebook-ის მოგების ზრდის თაობაზე. ამას დაემატა პუბლიკაცია The New York Times-ში იმის შესახებ, რომ ცუკერბერგმა და სოციალური ქსელის ტოპ-მენეჯერებმა დააფინანსეს საინფორმაციო კამპანია ჯორჯ სოროსის წინაამღდეგ, რომელმაც გააკრიტიკა Facebook.
2. ამანსიო ორტეგა, დაკარგა 16,2 მლრდ., დარჩა 59,6 მლრდ. დოლარი
მილიარდერი ფლობს კომპანია Inditeх-ს, რომლის საკუთრებაშიცაა ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორც Zara, Bershka, Massimo Dutti. თუმცა, დღეს კომპანიას აქვს რთული პერიოდი - აქციების ფასის ზრდის შენელების გამო, მისი კაპიტალიზაცია შემცირდა ბოლო 3 წის მანძილზე ყველაზე დაბალ დონემდე.
3.გეორგ შეფლერი, დაკარგა 14 მლრდ., დარჩა 12,9 მლრდ. დოლარი
10 ქლის წინ შეფლერის ჰოლდინგმა Schaeffler AG შეიძინა საბურავების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში გერმანული კომპანია Continental AG,რაც ნათლად აჩვენებდა ჰოლდინგის უზარმაზარ ფინანსურ შესაძლებლობებს. თუმცა 2018 წელს გლობალურ ავტობაზარაზე ვარდნის გამო, კომპანიის გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ 1%-ით, შედეგად კი Continental-ის კაპიტალიზაცია შემცირდა 40%-ით.
4. მა ხუატენი, დაკარგა 10,1 მლრდ., დარჩა 35,1 მლრდ. დოლარი
ინტერნეტ-გიგანტის Tencent დამაარსებელმა მა ხუატენმა დაკარგა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდება - 2018 წელს მისი კომპანიის აქციები გაიაფდა 25%-ით იმის გამო რომ ქვეყნის მთავრობამ შეზღუდა ბავშვების წვდომა ონლაინ-თამაშებთან.
5. კარლოს სლიმ ელუ, დაკარგა 9,3 მლრდ., დარჩა 56 მლრდ. დოლარი
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგმა America Movil-მა, რომელსაც ფლობს კარლოს სლიმ ელუ, 2018 წელს დაკარგა ღირებულების 15% მას შემდეგ, რაც მექსიკის მთავრობამ გადაწყვიტა კონკურენციის გაღვივება ბაზარზე, სადაც დომინირებს America Movil.
6. ჟორჟე პაოლო ლემანი, დაკარგა 9,2 მლრდ., დარჩა 20 მლრდ. დოლარი
2018 წელს ბრაზილიელმა მილიარდერმა უწოდა თავის თავს „შეშინებული დინოზავრი“. „ადრე მე ვცხოვრობდი ძველი ბრენდების და დიდი მოცულობების გასაგებ სამყაროში. ვსესხულობდით ცოტა ფულს, ვყიდულობდით ბრენდებს და გვეგონა რომ ისინი მოგვიტანენ მოგებას მუდმივად. თუმცა, ამჟამად ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა“ - განაცხადა მან. მისი შიშები საფუძვლიანია - მილიარდერის კუთვნილმა ლუდის მწარმოებელმა Anheuser-Busch InBev შეამცირა დივიდენდები გაყიდვების ვარდნის ფონზე, ხოლო მისივე სასურსათო გიგანტმა Kraft Heinz -მა განაცხადა, რომ 2018 წლის მე-3 კვარტალში მისი მოგება შემცირდა 33%-ით.
7. ჩაროენ სირივადხანაბხაკდი, დაკარგა 7,2 მლრდ., დარჩა 12,8 მლრდ. დოლარი
ტაილანდელი მილიარდერს დღეს აწუხებს იგივე პრობლემები, რაც ბრაზილიელ ლემანს - გაყიდვების ვარდნის გამო მისი კომპანის Thai Beverage-ს აქციებიც გაიაფდა 36%-ით. ეს კომპანიაც აწარმოებს ალკოჰოლური სასმელებს.
8. პოლიანა ჩუ, დაკარგა 7 მლრდ., დარჩა 2 მლრდ. დოლარი
1 წლის წინ პოლიანა ჩუ ითვლებოდა ჰონკონგის უმდიდრეს ადამიანად, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2018 წლია იანვარში როდესაც ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისიამ გამოუტანა გაფრთხილება მის კუთვნილ ჰოლდინგ Kingston Financial Group-ს , რომლის აქტივებს შორის არის სასტუმროები და კაზინოები მაკაოში. რეგულატორმა აღმოაჩინა, რომ კომპანიის აქციების 90%-ს ფლობდა 20 ადამიანი, და ეს შეიცავდა საფრთხეს მისი სტაბილურობისთვის. ამის შემდეგ ჰოლდინგის აქციები ჩამოიშალა 20%-ით. ამის გარდა აქციების გაიაფებას ხელი შეუწყო კომპანიის მოგების შემცირებამ 35%-ით.
9. ვან ვეი, დაკარგა 6,7 მლრდ., დარჩა 13,1 მლრდ. დოლარი
ჩინელი მეწარმე ახალგაზრდობაში მუშაობდა კურიერად, დღეს კი ის ფლობს საფოსტო კომპანია S.F. Holding-ს, რომელსაც უწოდებენ «ჩინურ Fedex»-ს. 2018 წელს კომპანიის აქციები გაიაფდა 30%-ით.
10. ჩჟოუ ციუნფეი, დაკარგა 6,3 მლრდ., დარჩა 3,5 მლრდ. დოლარი
ჩჟოუ ციუნფეის კომპანია Lens Technology აწარმოებს ეკრანებს სმარტფონებისთვის, მათ შორის Apple-ისთვის. მისი ქონების მკვეთრი ვარდნა არის ჩინეთის და აშშ-ს სავაჭრო ომის პირდაპირი შედეგი. წლის მანძილზე კომპანიის აქციები ჩამოიშალა 64%-ით.