მილიარდერები კიდევ უფრო მდიდრდებიან – აშშ-ში იზრდება ქონებრივი უთანასწორობაც

მილიარდერები კიდევ უფრო მდიდრდებიან – აშშ-ში იზრდება ქონებრივი უთანასწორობაც

access_time2020-10-20 20:30:00

ივლისის ბოლოსათვის, მილიარდერთა ქონებამ $10.2 ტრილიონს მიაღწია და ახალი რეკორდის დამყარებაც მოასწრო. ეს ყოველივე კი - პანდემიის გამო - მილიონობით უმუშევარი ადამიანის გაღატაკების ფონზე მიმდინარეობს.


შვეიცარიულ ბანკ UBS-სა და საკონსულტაციო ფირმა PwC-ის მტკიცებით, მილიარდერთა ქონებამ 2017 წლის რეკორდი - $8.9 ტრილიონი მოხსნა. იმატა მილიარდერთა რაოდენობამაც - 2 158-დან (2017 წელს) 2 189-მდე.


ყველა მილიარდერის ქონება არ გაზრდილა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი ქონება 50%-ით გაზარდა. მაგალითისათვის, ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში მოღვაწე მილიარდერებმა ქონება 50%-ით გაზარდეს; ტექნოლოგიის სფეროში მყოფებმა - 42.5%-ით; ხოლო გართობის, ფინანსური მომსახურებებისა და უძრავი ქონების ბაზრებზე მომუშავეებმა - მხოლოდ 10%-ით.


UBS-ს გლობალური პერსპექტივისაგან განსხვავებით, "პოლიტიკის სწავლის ინსტიტუტმა“ და "ამერიკელები გადასახადთა სამართლიანობისათვის“ ამერიკელ მილიარდელთა ქონების ზრდა შეისწავლეს. მათი დასკვნით, კორონავირუსის მიერ გამოწვეული ჩაკეტვის შემდგომ, აშშ-ის მილიარდელთა ქონება $792 მილიარდით (ან 27%-იანი ზრდა) გაიზარდა. მათი გაერთიანებული ქონების ღირებულება $3.7 ტრილიონს აღემატება.


თუმცა, ზოგი მილიარდერი უფრო თანაბარია, ვიდრე მათი კოლეგები. Amazon-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი, ერთ-ერთი გამონაკლისთაგანია, რომელთა ქონებამაც 60%-ით მოიმატა (მიაღწია რა $195 მილიარდს). ილონ მასკის ქონება კი პანდემიის შემდგომ გასამმაგდა, $85 მილიარდამდე.


ამავე კვლევის მტკიცებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის გადასახადთა შემცირებები მილიარდელების ქონების შენარჩუნებაში დაეხმარა.


ჩაკ კოლინსის, "უთანასწორო პოლიტიკათა სწავლის ინსტიტუტის“ უფროსი, განცხადებით, "მილიარდერთათვის, დღევანდელი ეკონომიკა ერთობ პოლარიზებულია“.


"მილიარდერთა პანდემიისაგან მომხვეჭელობას თუ გავითვალისწინებთ, ამერიკის საგდასახადო სისტემა მათთვის უნდა გამკაცრდეს, რათა ამ უფსკრულიდან როგორღაც ამოვძვრეთ,“ - დაამატა ფრენკ კლემენტემ, რომელიც "ამერიკელები გადასახადთა თანასწორობისათვის“ აღმასრულებელი პრეზიდენტია. "მილიარდერთათვის გადასახადების შემცირებით, პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, რომ ამერიკელი ხალხის მოთხოვნებისაგან შორსაა, რადგან უმდიდრესი მოქალაქეები ჩვეულებრივ მოსახლეთა სიდუხჭირისაგან შორს არიან.“


ზოგი CEO, როგორებიცაა Zoom-ის მთავარი აღმასრულებელი ერიკ იუანი და ბეზოსი, ჩაკეტვებისაგან შექმნილი ბუმით სარგებლობენ. სხვებმა კი სახელმწიფო დახმარებით მიიღეს მოგება. მაგრამ მილიარდელთა უმეტესობის ქონება მზარდმა ინვესტიციებმა გააფართოვა, რაც, თავის მხრივ, საფონდო ბირჟის სახელმწიფოსაგან წახალისების გამო მოხდა.



პანდემიის მიერ ეკონომიკის გაცამტვერების გამო, აგრეთვე, იზრდება უკვე არსებული ქონებრივი უთანასწორობაც.


"ქონების უაღრესად მცირე ხელებში კონცენტრაცია მორალური კატასტროფაა, თუმცა ფენომენი სოციალურ-ეკონომიკურადაც დამანგრეველია,“ - განუცხადა ლუკ ჰაილიარდმა, High Pay Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Guardian-ს, – "მსგავსი მოგებისა და ქონების მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თანამშრომლებს ხელფასი მოუმატოს, ან აწეული გადასახადებით საჯარო სერვისები გააუმჯობესოს. UBS-ის დასკვნებით მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, რაც კაპიტალიზმის გაუმართავობის ნიშანია.“


UBS-ის ხელძღვანელმაც, იოსეფ სტადლერმა, აღიარა რომ მილიარდელთა მზარდმა ქონებამ შესაძლოა საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს.


ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ როდესაც მილიარდერების მოგება მილიონობით ადამიანის სიდუხჭირეს დაემთხვა. "პოლიტიკის სწავლის ინსტიტუტის“ გათვლებით, 400-მა ამერიკელმა მილიარდერმა 2008 წლის რეცესია სამი წლის შემდგომ დასძლია და მომდევნო ათწლეულში ქონებას 80%-იც კი მიამატა. შედარებისათვის, უღარიბეს ამერიკელთა 80%-მა ეკონომიკური ყოფის ჩვეულ რიტმში დაბრუნება დღემდე ვერ მოახერხა.


სახელმწიფო ჩარევებმა, უთუოდ, გაზარდა მილიარდერთა ქონება, თუმცა მთავრობის ჩაურევლობამ 8 მილიონი ამერიკელის გაღატაკებაც გამოიწვია, - აცხადებენ Columbia University-ის მკვლევარები. დამატებითი სტიმულის არარსებობამ და ფედერალური უმუშევრობის შეღავათების ამოწურვამ - გასული სამი თვის განმავლობაში - 6 მილიონი ამერიკელი სიღარიბის ზღვარს ჩამოაცილა, - ასკვნის Notre Dame-ისა და University of Chicago-ს ერთობლივი კვლევა.


გლობალურად, სიტუაცია გაცილებით უარესია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდგომ, დაახლოებით 88-დან 114 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა, გამოიმუშავებს რა $1.90-ზე ნაკლებს დღეში. დღესდღეობით, უკიდურეს გაჭირვებაში 700 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ უკანასკნელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება.


"ეს თაობის ყველაზე დიდი ეკონომიკური უკუსვლაა“ - განუცხადა Wall Street Journal-ს. კაროლინა სანჩეს-პარამომ, მსოფლიო ბანკის უმწეობისა და თანასწორობის გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელმა.


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დევიდ მალპასის აზრით, პრობლემა განვითარებად ქვეყნებში უფრო იგრძნობა, ვიდრე "მდიდარ ქვეყნებში,“ რადგან სახელმწიფო პროგრამების შექმნის რესურსები შედარებით ღარიბ ეკონომიკებს არ გააჩნიათ.


რესპუბლიკელების წინააღმდეგობა რომ არა, შეერთებული შტატები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა, გასულ თვეს კონგრესი სწორედ უთანასწორობის ზრდასა და ამ უკანასკნელის ეკონომიკის აღდგენაზე უარყოფით გავლენაზე გააფრთხილა.


"ეს ფაქტორები აფერხებენ ჩვენ ეკონომიკას,“ - განაცხადა მან, – "თუ საუკეთესო შედეგის ჩვენება გვსურს, მაშინ კეთილდღეობა ფართოდ უნდა გავავრცელოთ.“


ზოგი ანალიტიკოსის მტკიცებით, თავად პაული და ფედერალური სარეზერვო სამსახური არიან ამ უთანასწორობის შემოქმედნი და, თუ Associated Press-ს დავუჯერებთ, მათი პოლიტიკა "მეტწილად მეწილეებს არგებთ.“


forbes.ge








Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up