მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის 7 პროგნოზი

მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის 7 პროგნოზი

access_time2021-06-05 20:00:20

რიჩარდ ბრენსონი საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანელი მილიარდერია, ჰოლდინგ Virgin Group-ის დამაარსებლის ქონება 6 მლრდ. დოლარადაა შეფასებული.

 

მეწარმეობა მან 16 წლის ასაკში, ჟურნალ Student-ის გამოცემით დაიწყო. შემდეგ ის მუსიკალურ ფირფიტებს ყიდდა, ხმის ჩამწერს სტუდიას და ავიაკომპანიას ფლობდა.

 

Virgin-მა მას საყოველთაო აღიარება მოუტანა  - ეს პირველი კომპანიაა, რომელიც კოსმოსური ტურიზმის დარგში მუშაობს.

 

აი განთქმული და ქარიზმატული მილიარდერის 7 პროგნოზი უახლოეს წლებზე:

 

 

1.კოსმოსური ტურიზმი

 

ბრენსონი დარწმუნებულია, რომ კოსმოსური ტურისტული მოგზაურობები უახლოესი წლების პერსპექტივაა.  მისი კომპანია  Virgin Galactic მომავალ ფრენებზე ბილეთებს 250 000 დოლარად ყიდის და ის უკვე 900 ადამიანმა შეიძინა - მათ შორის არიან ლეონარდო დი კაპრიო, ეშტონ კარჩერი და ჯასტინ ბიბერი.

 

კომპანია 2019 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა, და ამით 450 მლნ. დოლარის ინვესტიციები მოიზიდა. 2010 წლიდან კომპანია კოსმოსური ხომალდის SpaceShipTwo-ს ცდებს ატარებს, თუმცა, ჯერ არც ერთი ტურისტი კოსმოსში არ გაუგზავნია.

 

„ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით ადამიანს კოსმოსური ტურიზმის იდეა ძალიან აღელვებს და მათ კოსმოსში მოგზაურობა სურთ.  ბირჟაზე გასვლით ჩვენ ხელმისაწვდომები გავხდით ბევრი ინვესტორისთვის და კოსმოსში გზა ათასობით ახალ ასტრონავტს გავუხსენით“ - განაცხადა ბრენსონმა.

 

 

2. მომავალი განახლებად ენერგიას ეკუთვნის

 

 

რიჩარდ ბრენსონს ეკოლოგიის საკითხები ძალიან აწუხებს და ის მიიჩნევს, რომ ენერგიის ამოწურვადი წყაროებს დრო ნელა-ნელა მიდის და მომავალი განახლებად ენერგიას ეკუთვნის.


 

„სახელმწიფომ ბიზნესისთვის სპეციალური გადასახადი უნდა შემოიღოს და ეს თანხები ქარის ელექტროსადგურების, მზის აკუმლატორების, პანელების და ნახშირბადის მცირე შემცველობის მქონე ენერგიის წყაროების შექმნაზე უნდა დაიხარჯოს“ - თვლის მილიარდერი.

 

 

3. ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავები

 

 

მილიარდერის აზრით, მომავალში თვითმფრინავები მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე იმუშავებენ. ამისთვის ის საჭიროდ მიიჩნევს მეტალურგიული კომბინატების ნარჩენებიდან რეაქტიული საწვავის წარმოებას.

 

„მომავალში  ამ რეალობასთან აუცილებლად მივალთ. დღეს ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ მიმართულებით საუკეთესო და უახლეს ტექნოლოგიებთან“, - ამბობს ბრენსონი.

 

 

4. მასობრივი ზებგერითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი

 

 

2021 წელს ბრენსონმა წარადგინა მომავალი ზებგერითი სატრანსპორტო სისტემა Hyperloop-ის პროექტი, რომელიც ახლო მომავალში რამდენიმე საათიანი მგზავრობის ხანგძლივობას რამდენიმე წუთამდე შეამცირებს.

 

2020 წლის ნოემბერში  Virgin Hyperloop-მა ლას-ვეგასის სატრანსპორტო პოლიგონზე გამოსცადა ჩქაროსნული კაფსულა, რომელშიც 2 მგზავრი იჯდა. თუმცა, სიჩქარე ზებგერითისგან ძალიან შორის იყო - 172 კმ.საათში.

 

 

5. ხელოვნური ხორცი ნატურალურს ჩაანაცვლებს

 

 

ბრენსონი დარწმუნებულია, რომ 10 000 წლის მანძილზე უცვლელი ხორცის წარმოების წესები ძალიან მალე შეიცვლება.

 

„მჯერა რომ უახლოეს წლებში მცენარეული ხორცი საყოველთაო ნორმა გახდება და ის ნატურალურ ხორცს ჩაანაცვლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები შოკირებულები იქნებიან ხორცის წარმოების დღევანდელი წესებით. ინვესტიციების წყალობით ხელოვნური ხორცი ნატურალურზე იაფი გახდება, ის კალორიების კუთხით ჩვეულებრვი ხორცზე სასარგებლო, ხოლო მის წარმოება - ეკოლოგიურად ბევრად უფრო სუფთა იქნება.


6. 4-დღიანი სამუშაო კვირა

 

ბრენსონი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიების განვითარება საბოლოოდ შრომითი პროცესის სრული ავტომატიზებით დასრულდება. 

 

„კომპანიები ტექნოლოგიების დანერგვით დიდ ფულს იშოვიან და ეს თანამშრომლებისთვის ხელფასის შენარჩუნების პირობებში არა 2, არამედ 3 უქმე დღის მიცემის შესაძლებლობას გააჩენს. ასევე მთავრობებმა უნდა იზრუნონ თანამშრომლების გადამზადებაზე იმისთვის, რომ ადამიანები უმუშევრად არ დარჩნენ“, – განაცხადა ბრენსონმა.

 

 

7. ქსელური მარკეტინგი

 

 

რიჩარდ ბრენსონს ქსელური მარკეტინგის მომავლის სჯერა - დღეს ამ ტიპის ვაჭრობაში მსოფლიოში 100 მლნ.-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ხოლო ბაზრის მოცულობა წელიწადში 200 მლრდ. დოლარია.

„მე ვფიქრობ, რომ უახლოესი 20-30 წლის მანძილზე ახალი სამუშაო ადგილების დიდ ნაწილს ქსელური მარკეტინგი შექმნის“ - მიიჩნევს მილიარდერი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up