მიკროსაფინანსოდან მიკრობანკამდე - „კრისტალი“ სტატუსის შეცვლას გეგმავს

მიკროსაფინანსოდან მიკრობანკამდე - „კრისტალი“ სტატუსის შეცვლას გეგმავს

access_time2020-10-05 13:00:52

„კრისტალისთვის“ ეს (მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობა) მისასალმებელი რეფორმაა და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც მიკრო ბანკის სტატუსზე განაცხადს გააკეთებს“,  ამის შესახებ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას გამოიწვევს და მათ მომხმარებელს ბევრ დამატებით პროდუქტზე წვდომის საშუალებას მისცემს. 


„მიკრო ბანკების საჭიროება დღეს ქვეყანაში ნამდვილად დგას, რადგან ისინი მოემსახურებიან მოსახლეობის და ეკონომიკის იმ ნაწილს, რომელიც დღესდღეობით სრულ ფინანსურ მომსახურებას ვერ იღებს. ბანკებს თავისი ბიზნეს-საქმიანობა აქვთ და მომხმარებელთა თავისი სეგმენტი ჰყავთ, ხოლო მისო-ები უფრო მეტად არაფორმალურ ეკონომიკასთან მუშაობენ.



ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ ჩვენი ორგანიზაციის ზრდას, რესურსებზე ხელმისაწვდომობას და მათ გაიაფებას, ასევე შესაძლებლობას მოგვცემს გავააქტიუროთ ახალი სერვისები, მაგალითად, როგორიცაა ბიზნეს ანგარიში და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, გვექნება დეპოზიტის შეზღუდული მიღების საშუალება. ამას გარდა, მოგვეცემა ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობა, რაც ჩვენი რესურსების გაიაფების წინაპირობაა და ამავდროულად გაამარტივებს ლიკვიდობასთან წვდომას. ასე რომ ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია - ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება მიკრო და მცირე ბიზნესზე და იმ მოსახლეობაზე, რომელსაც საბანკო მომსახურებებზე წვდომა არ აქვთ.


ეს დამატებით კონკურენციას მისო-ებთან არ შექმნის, არამედ საშუალებას მოგვცემს, რომ მომხმარებელთა ჩვენს სეგმენტს უფრო იაფად და სრულყოფილად მოვემსახუროთ. გარკვეული კონკურენცია, თუმცა მცირე ზომით გაჩნდება იმ ბანკებთან, რომლებსაც მსგავსი მომსახურება აქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მომხმარებელს მეტ სარგებელს მოუტანს“,
- განმარტავს არჩილ ბაკურაძე.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე მუშაობს. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით მიკროსესხების ბაზარი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს. გვენეტაძის თქმით, მიკრობანკების სტატუსის მიღების შემდეგ გაიზრდება იმ დეპოზიტარების სახსრების დაცულობა, რომლებმაც მისო-ების მიერ შეთავაზებულ, დეპოზიტების მსგავს ინსტრუმენტებში განახორციელეს თანხების ინვესტირება. ამასთანავე, ამ საფინანსო დაწესებულებებზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემაც გავრცელდება.

თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up