მიკროსაფინანსოების საპროცენტო შემოსავლების 86,7% ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოდის

მიკროსაფინანსოების საპროცენტო შემოსავლების 86,7% ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოდის

access_time2019-08-29 16:50:05

2019 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავლებმა 158, 711 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 86,7% ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოდის.


კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან ჯამში 137, 725 მლნ ლარის მოგება მიიღეს.


აქედან, 23,772 მლნ ლარი - ვაჭრობიდან და მომსახურებიდან, 63, 295 მლნ - სამომხმარებლო სესხებიდან, 11, 478 მლნ - სოფლის მეურნეობიდან, 17, 789 მლნ - ონლაინ სესხებიდან, 19, 680 მლნ - ლომბარდებიდან, 1,111 მლნ - განვადებებიდან, ხოლო 2, 596 მლნ სხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალია.



მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, 2019 წლის ორ კვარტალში მისო-ებმა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან 2,254 მლნ ლარის მოგება მიიღეს. აქედან, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს სესხებიდან - 1,875 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს სესხებიდან - 35, 456 ათასი ლარი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს სესხებიდან - 19,449 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი სესხებიდან - 323,452 ათასი ლარი მიიღეს.


რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კლიენტებისთვის მიცემული სესხების ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულ შემოსავალს, ჯამში, 15,003 მლნ ლარი შეადგინა.



BPN


თეგები:
სესხები



ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up