მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული.
სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი.
Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული.
7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში დასაკუთრებული უძრავი ქონება სხვა აქტივებში აქვს გაერთიანებული, სადაც გზავნილები, ავანსები და სხვა მუხლებია და სესხის სანაცლოდ დასაკუთრებულში მითითებული აქვს 0 ლარი. მისოს ინფორმაციით, რიკო არ ისაკუთრებს. მსესხებლის ქონება შესაბამისი პროცედურით გადადის აღსრულებაზე, აუქციონზე სხვისდება და შესული თანხა ისახება სხვა აქტივებში.
მიკროსაფინანსო ბაზარზე კომპანიების რაოდენობა მცირდება. ამ დროისთვის ლიკვიდაციის რეჟიმში 8 ბაზარზე კი 40 მისო რჩება.
ბაზრის დაპატარავება 2018 წლის რეგულაციებს საფინანსო სექტორში დაწყებულმა რეგულაციებმა განაპირობა. კომპანიათა ნაწილმა პროფილი შეიცვალა, ნაწილი კი გაკოტრდა.
business-partner.ge