„მიკროსაფინანსოები ვერც მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგ იქნებიან ბანკების კონკურენტები“ - „იშბანკი საქართველო“

„მიკროსაფინანსოები ვერც მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგ იქნებიან ბანკების კონკურენტები“ - „იშბანკი საქართველო“

access_time2020-10-13 10:00:31

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე მუშაობს. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით მიკროსესხების ბაზარი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მიკრობანკები გახდებიან ის კომპანიები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ძირითადად მიკროსესხებზე, ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, აგროსესხებზე და მცირე ბიზნეს სესხებზე. მათ ექნებათ პირდაპირი წვდომა ეროვნულ ბანკთან, ასევე, მათ შეეძლებათ, რომ ჩაერთონ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. გვენეტაძის თქმით, მიკრობანკების სტატუსის მიღების შემდეგ გაიზრდება იმ დეპოზიტარების სახსრების დაცულობა, რომლებმაც მისო-ების მიერ შეთავაზებულ, დეპოზიტების მსგავს ინსტრუმენტებში განახორციელეს თანხების ინვესტირება. მიკრობანკის სტატუსზე განაცხადის გაკეთებას მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გეგმავენ, მათ შორის ერთ-ერთი „კრისტალია“.


„კომერსანტი“ ყველა კომერციულ ბანკს დაუკავშირდა კითხვით, თვლიან თუ არა, რომ მიკრობანკების სტატუსის მოპოვების შემდეგ მიკროსაფინანსოები ზემოთ ჩამოთვლილი დაკრედიტების კუთხით კომერციული ბანკების კონკურენტები გახდებიან. ჩვენს კითხვაზე პასუხი მხოლოდ  იშბანკი საქართველოსგან მივიღეთ. მსხვილმა ბანკებმა „საბანკო ასოციაციაში“ გადაგვამისამართეს, ხოლო დანარჩენებმა პასუხისგან თავი შეიკავეს.


„კომერსანტთან“ საუბრისას სს „იშბანკი საქართველოში“ აცხადებენ, რომ მიკროსაფინანსო ბაზარს ჰყავს თავის მომხარებელი და შესაბამისად ისინი მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგაც ვერ იქნებიან კომერციული ბანკების კონკურენტები.


„მიკრო ბანკების შექმნის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან იგი გამოიწვევს მიკროსაფინანსო სექტორის მეტად რეგულირებასა და ორგანიზებას, რაც თავის მხრივ გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას დამატებით პროდუქეტბზე. საბოლოო ჯამში კი, ის სეგმენტი და მომხარებელი, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მიკროსაფინანსო სექტორის კლიენტურას, იქნება მეტად დაცული და ექნებათ შესაძლებლობა მრავალფეროვან პროდუქტებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსო ბაზარს ჰყავს თავის მომხარებელი და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მიკრო ბანკები ვერ იქნებიან კომერციული ბანკების კონკურენტები, მათ შორის ჩვენი ბანკის შემთხვევაშიც“, - აღნიშნავენ „იშბანკი საქართველოში“.


 

„საბანკო ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე კი აცხადებს, რომ მიკროსაფინანსოები კომერციული ბანკების კონკურენტები დღესაც არიან, იმიტომ რომ ერთ ბაზარზე საქმიანობენ, თუმცა ზოგადად მსგავსი დიფერენცირებული ლიცენზიების გაცემა ახალი და კარგი პრაქტიკაა.


„მიკრობანკის ლიცენზია რას გულისხმობს ჯერჯერობით სრულფასოვნად არ არის მოცემული. რეალურად ვიცით მხოლოდ მონახაზი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ მოინდომებს, რომ მიიღოს საბანკო ლიცენზია, მათთვის იქნება დიფერენცირებული ლიცენზია, გარდა ამისა კონკრეტულად რას მოიცავს ის არ ვიცით. თუმცა დიფერენცირებული ლიცენზიების გაცემა ახალი პრაქტიკაა და კარგია რომ ინერგება.


რაც შეეხება კონკურენციას, მიკროსაფინანსოები კომერციული ბანკების კონკურენტები დღესაც არიან, იმიტომ რომ ერთ ბაზარზე საქმიანობენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რამდენად სრულფასოვანი იქნება ეს ლიცენზია და რას მოიცავს ის. დღეს მიკროსაფინანსოები ბანკებისგან 2 მნიშვნელოვან ნაწილში განსხვავდებიან, პირველი სესხის გასაცემი თანხის რაოდენობის შეზღუდვაა და მეორე, მათ არ შეუძლიათ ფიზიკური პირებისგან კონკრეტული თანხის ქვემოთ მიღება“, - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up