მიკროსაფინანსო სექტორს დაკრედიტების გაგრძელებისთვის დამატებითი რესურსი დასჭირდება

მიკროსაფინანსო სექტორს დაკრედიტების გაგრძელებისთვის დამატებითი რესურსი დასჭირდება

access_time2020-05-08 15:30:18

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს გვსაყვედურობენ, ჩვენ მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან გავაჯანსაღეთ. იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ჯანსაღი კაპიტალი აქვთ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით, კომერციული ბანკების პარალელურად ეროვნული ბანკი კრიზისის პერიოდში მიკროსაფინანსო სექტორსაც დიდ დახმარებას უწევს.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ბესო შენგელია „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მისო-ებისთვის გრძელვადიანი რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით არაფერი ხდება, თუმცა სებ-ის მხრიდან რამდენიმე საკმაოდ დროული ნაბიჯი გადაიდგა. მისივე თქმით, იმისათვის რომ მისო-ებმა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაკრედიტება გააგრძელონ, დამატებითი რესურსი დასჭირდებათ.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გრძელვადიანი რესურსის გამოყოფაზე ჯერჯერობით არაფერი ხდება, გარდა იმისა რაც აქამდე განხორციელდა, როცა 200 მლნ გამოგვიყვეს, კომერციულ ბანკებთან არსებული ე.წ. ფორვარდული გარიგებების შესანარჩუნებლად და განსაახლებლად.  ეს საკმაოდ დროული იყო და დაგვხმარა, მაგრამ ეს დამატებითი „ქეში“ არ არის, უბრალოდ საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ის პორტფელი და დაბანდება რაც გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ მხოლოდ ლარში გავცემთ თანხებს, შესაბამისად ერთადერთი წყარო არის კომერციული ბანკები სადაც დოლარს ვათავსებთ და შემდეგ ლარს ვყიდულობთ. კრიზისულ ფონზე რა თქმა უნდა ერთის მხრივ კომერციულ ბანკებსაც შეექმნათ ლიკვიდურობის პრობლემა, მეორეს მხრივ შესაძლოა ეს თანხები იმდენად გაძვირებულიყო, რომ აზრი აღარ ჰქონოდა მათ განთავსებას, აქედან გამომდინარე ამ ნაწილში დაგვეხმარნენ. თუმცა, იმისათვის რომ მისო-ებმა დაკრედიტება გავაგრძელოთ, მას შემდეგ რაც შეზღუდვები მოიხსნება, რა თქმა უნდა დამატებითი რესურსი დაგვჭირდება“, - განმარტა ბესო შენგელიამ.



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ სებ-ის მხრიდან დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.


„600 მლნ-ს გრძელვადიანი რესურსის მიწოდება კომერციული ბანკებისთვის ავტომატურად ნიშნავს მიკროსაფინანსო სექტორის დახმარებას, რადგან ეს თანხები ყველგან გადაედინება. გარდა ამისა, ჩვენი რესურსები უმეტესად დოლარში არის მოზიდული, ამიტომ ძალიან გაძვირებული იყო სვუპის ხარჯები, ეროვნულმა ბანკმა კი ძალიან ეფექტური ნაბიჯი გადადგა, როცა მოგვცა კარგი ლიკვიდურობა სვოპ ოპერაციების სახით, რითად ხარჯები გაგვიიაფა. ასევე რეფინანსირების განაკვეთი დაწია, რაც ყველასთვის შეღავათია. ეს ყველაფერი დადებითი ნაბიჯებია და ვფიქრობთ, თუ საჭირო იქნება დახმარება მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up