მიკროსაფინანსო სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნებას წლის ბოლოდან ვარაუდობს

მიკროსაფინანსო სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნებას წლის ბოლოდან ვარაუდობს

access_time2021-10-15 09:00:00

ეკონომიკის აღდგენა თუ ამ ტემპებით გაგრძელდა მიკროსაფინანსო სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებს მომავალი წლისთვის დაუბრუნდება, - განმარტავს „ბიზნესპარტნორთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.



არჩილ ბაკურაძის განმარტებით, საბანკო სექტორის მსგავსად მიკროსაფინანსო სექტორიც ბოლო ცხრა თვის მონაცემებით კარგ შედეგებს აჩვენებს რაც წინაპირობაა იმის, რომ წლის ბოლოსთვის პოზიტიური შედეგები დადგეს.



„ისევე როგორც მთელი ეკონომიკა და სექტორების უმეტესობა გაუმჯობესებასა და გამოცხოცხლებას იწყებს. საბანკო სექტორის მსგავსად მიკროსაფინანსო სექტორის დიდი ნაწილიც, „კრისტალის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ პოზიტიურ ტენდენციას აჩვენებს როგორც ზრდის, ასევე მომგებიანობის თვალსაზრისით“, - განმარტავს ბაკურაძე.




ამას გარდა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პოზიტიური სცენარის პროგნოზირების შესაძლებლობას ბოლო პერიოდში შემცირებული საეჭვო ვალების რეზერვებიც იძლევა.



„აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა შეძლეს სესხების მომსახურება, რის შედეგადაც შემცირდა საეჭვო ვალების რეზერვები, რამაც პოზიტიური გავლენა იქონია მომგებიანობაზე. ჩვენი აზრით, წლის ბოლომდე იგივე ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, თუ არაფერი შეიცვალა ჩვენ დავუბუნდეთ კრიზისამდელ მდგომარეობას“, - განმარტავს არჩილ ბაკურაძე.



პანდემიური 2021 წლის პირველი ნახევარი მიკროსაფინანსო სექტორმა 58 მლნ-იანი მოგებით დაასრულა, საპროცენტო შემოსავლების სახით სექტორმა 155 მლნ ლარი მიიღო.



2020 წელს სექტორის მოგება 45 მლნ იყო, მთლიანი სექტორისსთვის შესაძლოა არც თუ სოლიდური, თუმცა გასათვალისიწნებელი რომ 2019 წელს მისოებს მინიმალური 112 000 ლარის მოგება ჰქონდათ. მისოებში ყველაზე მსხვილი პორტფელი სალომბარდე სესხებია.


business-partner.ge






რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up