მიკროსაფინანსო სექტორმა წლის მეორე კვარტალი კვლავ ზარალით დაასრულა. საანგარიშო პერიოდში სექტორის წმინდა ზარალი 29 მლნ ლარს შეადგენდა.
მიკროსაფინანსო სექტორმა წლის პირველი კვარტალი 18.4 მილიონის მოგებით დაასრულა. შემცირდა სექტორის აქტივები და მან 1.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.
2019 წელი სექტორმა მხოლოდ 112 ათასი ლარის მოგებით დაასრულა. სექტორის გაუარესებულ ფინანსურ მაჩვენებლებს ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ფინანსურ მაჩვენებლებს უკავშირებდა და აღნიშნავდა რომ ამ ერთი ორგანიზაციის გამოკლებით სექტორი 40 მილიონ ლარზე მეტ მოგებას მიიღებდა.
2018-ში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 31.1 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 2017 წლის მონაცემებს 13,4 მლნ ლარით ჩამოუვარდებოდა. მისოების მოგება უკვე წლებია მცირდება. 2017 წელს, საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, 2016 წელს სექტორის წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო, 2015 წელს 124.2 მლნ ლარი, 2014-ში 79,8 მლნ ლარი, 2013 წელს 61.9 მლნ ლარი, ხოლო 2012 - 49.3 მლნ ლარი.
gbc.ge