„მიკროსაფინანსო სექტორი ჯანსაღია, მაგრამ არაჯანსაღი იყო ის მახინჯი ორგანიზაციები, რომლებიც მისო-ების შლეიფის ქვეშ იყვნენ“

„მიკროსაფინანსო სექტორი ჯანსაღია, მაგრამ არაჯანსაღი იყო ის მახინჯი ორგანიზაციები, რომლებიც მისო-ების შლეიფის ქვეშ იყვნენ“

access_time2020-02-04 10:00:31

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“. მისი განცხადებით, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც საბანკო სექტორმა 90-იან წლებში გაიარა, რადგან მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი რეგულაციების შემოღება.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო სექტორი ამ ეტაპზე ჯანსაღად ვითარდება, არაჯანსაღი ორგანიზაციები კი, რომლებიც ონლაინ პროვაიდერების სახით არსებობდნენ და კაპიტალიც კი არ ჰქონდათ, უნდა დახურულიყვნენ.


„მიკროსაფინანსო სექტორი ახლა ჯანსაღია, მაგრამ არაჯანსაღი იყო ის მახინჯი ორგანიზაციები, რომლებიც მისო-ების შლეიფის ქვეშ იყვნენ შეფუთულები, ეს არიან ონლაინ პროვაიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მისო-ები, რომლებიც თავის ბიზნესს ონლაინ პროვაიდერების მსგავსად აწარმოებდნენ. დღესდღეობით მიკროსაფინანსო სექტორი ჯანსაღია და თუ მის მომგებიანობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ის ერთი ტრანზაქცია, რომელიც ზარალიანი და ჩამოსაწერი იყო, ესეც რა თქმა უნდა ონლაინ პროვაიდერებთანაა დაკავშირებული. იმ კომპანიების მოგებიდან თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც დღესდღეობით ბაზარზე არიან, ეს სექტორი საკმაოდ მომგებიანია, რეგულაციებიც მისაღებია ჩვენთვის და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობენ ძალით ექსპერტები, რომლებიც თავის მიკროსაფინანსოებს ლობირებენ და ამ სექტორში აპოკალიფსს წინასწარმეტყველებენ. ბაზარზე იყო უამრავი მისო, რომელსაც ბევრ შემთხვევაში ნეგატიური კაპიტალი ჰქონდა ან კაპიტალი საერთოდ არ ჰქონდათ, ისინი არც უნდა იყვნენ ბაზარზე. რეგულაციები საჭირო იყო, ის რომ არ ყოფილიყო სახეზე გვექნებოდა მოსახლეობის გაკოტრება და საფინანსო კოლაფსი“, - განმარტავს ლაშა ნიკოლაიშვილი.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია თვლის, რომ მთლიანად საფინანსო სექტორი არაჯანსაღად ვითარდებოდა.  მისი აზრით, მიკროსაფინანსო სექტორის დახურვის ტენდენცია აღარ გაგრძელდება და ორგანიზაციებმა, რომლებმაც შეძლეს ადაპტირება, ბაზარზე ოპერირებას აქტიურად გააგრძელებენ.



„მთლიანად საფინანსო სექტორი ვითარდებოდა არაჯანსაღად და შესაბამისადეს რეგულაციები, იგულისხმება კონკრეტულად საცალო დაკრედიტების დებულება, რომელიც გასული წლის იანვრიდან ამოქმედდა, საკმაოდ შედეგიანი იყო. ფაქტია, რომ სახეზე გვქონდა ხშირ შემთხვევაში მიკროსაფინანსოს თუ კომერციული ბანკის ისეთი თამაშის წესები, როცა საკმაოდ ჭარბი რაოდენობით მიდიოდა პორტფელი სამომხმარებლო მიზნობრიობით, მაშინ როდესაც მოსახლეობის შემოსავალი შესაბამისად არ იზრდებოდა. მეორეს მხრივ სახეზე გვქონდა საკმაოდ დიდი დოზით ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან დაკრედიტებაში უპასუხისმგებლო მიდგომები. შესაბამისად, აღმოიფხვრა ეს ყველაფერი, თუმცა, სამწუხაროდ დადებით შედეგთან ერთად მოხდა ცალკეული მიკროსაფინანსოების დახურვა, რადგან მათი ბიზნეს-მოდელი ამ ახალ რეგულაციებთან შეუსაბამო აღმოჩნდა. არამგონია ასეთი კრიზისული პერიოდი გაგრძელდეს, მთავარი ტალღა ჩავლილია და იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც შეძლეს ადაპტირება, ვფიქრობ, რომ შეძლებენ გააგრძელონ ოპერირება, მითუმეტეს საუბარია მისო-ებისთვის შეღავათების დაწესებაზე და პირობების გაუმჯობესებაზე“, - აცხადებს ბესო შენგელია.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში 46 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული ერთი წლის განმავლობაში 21-ით არის შემცირებული. კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობაც იკლებს.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up