„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის თანხების მოზიდვა ძალიან რთული იქნება

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის თანხების მოზიდვა ძალიან რთული იქნება", - ბესიკ შენგელია მიკროსაფინანსოებისთვის მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ

access_time2017-07-03 14:30:06

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი რეგულაციები უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში განხილვებიც დაიწყება. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ შენგელიამ რადიო „კომერსანტის ეთერში აღნიშნა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი რეგულაციების შესახებ კანონპროექტის პირველი ნაწილის განხილვაში მათი ასოციაცია ჩართული იყო, თუმცა რეგულაციების შემუშავების მეორე ეტაპში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 


„პირველ ნაწილში აქტიურად ჩართულნი ვიყავით. არსებობდა მოლოდინი, ჩვენი ასოციაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაეთვალისწინებინათ, თუმცა სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტში ვერ მოესწრო და პროცესი გადაიდო. რეგულაციების ნაწილში კი ჩვენ არ გვიმუშავია და ეს ყველაფერი ცალსახად ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა, - აღნიშნა შენგელიამ.

 


მისი თქმით, კაპიტალი ადექვატურობის მოთხოვნის ნაწილს ეთანხმება, თუმცა ფიზიკური პირების რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებით აკრძალვები ლოგიკური არ არის.

 


„კაპიტალის ადექვატურობის მოთხოვნას სრულიად ვეთანხმები და ლოგიკურად მიგვაჩნია, თუმცა ამჟამად ფიზიკური პირების რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებით რა აკრძლავაც მოქმედებს, ის ლოგიკურად არ მიგვაჩნია. როგორც იცით, მოზიდული სახსრები 20 ფიზიკურ პირს არ უნდა აჭარბებდეს და თამასუქის მოცულობა არანაკლებ 100 000 ლარის უნდა იყოს. ამ პირობებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ძალიან რთული იქნება თანხების მოზიდვა. თანაც ამ ორგანიზაციებს ლარზე წვდომა არ გააჩნიათ,- განმარტა ბესიკ შენგელიამ.


მისივე თქმით, ცვლილებების დროს, გადაწყვეტილებები არათანმიმდევრულად მიიღება, რაც აჩენს რისკს, რომ მიკროსაფინანსოებს მაღალი ჯარიმა დაეკისროთ: „გადაწყვეტილებები თანმიმდევრული არ არის. მაგალითად, ეფექტური დათვლის პრინციპის შესახებ რეგულაცია პირველი ივნისიდან შედის ძალაში და ამის შესახებ ინსტრუქციას რამდენიმე დღით ადრე ვიღებთ. არადა განმარტებები საკმაოდ რთულად ჩამოყალიბებულია, რაც თავის მხრივ ტოვებს რისკს, რომ რომელიმე ჩინოვნიკმა, თუნდაც ეროვნულ ბანკში, ინდივიდუალურად ჩათვალოს, რომ თანხები არასწორად არის დარიცხული და საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაგვაკისროს. ზოგადად, ჯარიმები არაადეკვატურად მაღალია.

 

 

 



“ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან“

“ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან“
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ბევრი მომხმარებელი არ ნიშნავს ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“ მუშაობა განაახლა

ბევრი  მომხმარებელი არ ნიშნავს  ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“  მუშაობა განაახლა
access_time2020-06-01 16:30:25
„1 ივნისიდან  „ლილო  მოლი“ გაიხსნა და დილის 7 საათიდან სავაჭრო ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კავარაცხელია ესაუბრა. გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილო...

დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...


მსგავსი სიახლეები

up