მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი სოციალურად დაუცველებს ვალებს კომპენსაციის გარეშე ჩამოაწერს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი სოციალურად დაუცველებს ვალებს კომპენსაციის გარეშე ჩამოაწერს

access_time2018-12-06 17:32:02

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი „შავ სიაში“ მყოფ სოციალურად დაუცველ პირებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერენ.


ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ განუცხადა.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე ამ ინიციატივას 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიარებს, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.


„12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან, დავალიანება ფონდი „ქართუს“ კომპენსაციის გარეშე გაუნულონ. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეთა რა რაოდენობაზეა საუბარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდებიან. ამ
ის მიზეზი კი ის საშეღავათო პირობაა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მომზადდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმადაც, „შავ სიაში“ მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შემთხვევაში ორგანიზაციები არ დაიბეგრებიან,“-აღნიშნავს შენგელია.



რაც შეეხება იმას, თუ რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დათანხმდა ფონდ „ქართუს“ შეთავაზებას, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან სასესხო დავალიანების შესყიდვას გულისხმობს, ბესო შენგელია აცხადებს, რომ ორშაბათის, 3 დეკემბრის მდგომარეობით „ქართუსთან“ შეთანხმება 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა მიღწეული. მაგრამ ასოციაციის თავმჯდომარე იქვე დასძენს, რომ ამ ორგანიზაციათა რაოდენობაც იზრდება.


შეგახსენებთ, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება, აქედან 150 ათასამდე ადამიანი კი სოციალურად დაუცველია. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად ჩამოიწერება.


bpn






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up