„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი მოვლენა იქნება“

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი მოვლენა იქნება“

access_time2020-01-27 11:00:40

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 19-ით შემცირდა. გასული წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 65 მისო იყო რეგისტრირებული, დღეს კი მათი რიცხვი 46-ს შეადგენს.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია ამ მოვლენას რეგულაციებს უკავშირებს და ფიქრობს, რომ მისო-ების კიდევ უფრო შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ვინც გადარჩა და აგრძელებს მუშაობას, მომავალშიც წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირება პირველ რიგში ახალ რეგულაციებს უკავშირდება. თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ მიკროსაფინანსოებისთვის დაწესებული უნდა ყოფილიყო მაღალი სტანდარტები, ეს შეეხებოდა ყველას, დაწყებული ონლაინ სესხებით დამთავრებული ლომბარდებით. რეგულაციების მთავარი მოტივი იყო დაწესებულიყო ამ ორგანიზაციებისთვის მაღალი სტანდარტები, ასევე ამას დაემატა სხვადასხვა კოეფიციენტები, ბოლოს კი უკვე დაკრედიტების ინსტრუქციაც შემოიღეს, რომელიც ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბიზნეს მოდელთან  წინააღმდეგობაში მოდიოდა.  დრო საკმაოდ მცირე იყო, ამიტომ ბევრმა ვერ შეძლო საკუთარი ბიზნეს მოდელის ახალთან მორგება, შესაბამისად ისინი კანონგარეშე ვერ იმუშავებდნენ და საბოლოოდ დაიხურნენ“, - განმარტავს ბესო შენგელია.


მისივე თქმით, რეგულაციების მიმართ მთავარი პრობლემა კონკურენციის ბალანსის დარღვევაშია, რადგან მიკროსაფინანსოებს ხარჯები გაეზარდათ და ისინი ბანკებთან მიმართებაში უფრო უკონკურენტოები გახდნენ.


„ეს წელი ბევრი ორგანიზაციისთვის ტესტი იყო, ვინც ამ რეგულაციების ფონზე განაგრძობს მუშაობას ალბათ მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს. ზოგადად რეგულაციების მიმართ მთავარი შენიშვნა რაც გვაქვს ისაა, რომ კონკურენციის ბალანსი დაირღვა, ბანკების მასშტაბები დიდი და რესურსებზე წვდომა მათ უფრო მეტი მოცულობით აქვთ და ბევრად იაფად. ახლა არის საუბარი, რომ ამ რეგულაციების შედეგად, რომელიც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის დამატებითი ხარჯია, რაღაც შეღავათები დაწესდეს, რათა მიკროსაფინანსოსა და ბანკს შორის კონკურენტული ბალანსი აღდგეს“, - განმარტავს ბესო შენგელია.



„საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელიც თვლის, რომ მიკროსაფინანსოების შემცირება რეგულაციების შედეგია და მიმდინარე წლის ბოლოსთვის მათ განახევრებასაც კი ვარაუდობს.


„მიკროსაფინანსოების ამ ტემპით შემცირება უდავოდ რეგულაციების შედეგია, რომელიც უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ამ ტენდენციამ საფუძველი ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიდო და ეს იყო მიზანმიმართულ ქმედებათა მთელი ჯაჭვი, რომელმაც გამოიწვია ეს ყველაფერი. წლის ბოლოსთვის ვვარაუდობ, რომ მიკროსაფინანსოების რიცხვი განახევრდება. მოთამაშეთა რაოდენობა ბაზარზე დღითი-დღე მცირდება რაც თანხებზე ხელმისაწვდომობას და შემოსავლებს კიდევ უფრო ამცირებს, ასევე ზრდის უმუშევრობას - ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია სავალალოა. კონკურენციის თვალსაზრისით ეს მიდის კონგლომერაციებისკენ და  მონოპოლიისკენ, ასევე ბაზარზე დარჩენილი მცირე მოთამაშეეები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებაზე როგორც თვითონ მოესურვებათ და შესაბამისად ეს ყველაფერი მომხმარებელზე იმოქმედებს, რადგან ხელმისაწვდომობა როგორც მცირე სესხების, ისე სწრაფი და ზოგადად სამომხმარებლო სესხების კუთხით ყოველდღიურად მცირდება. საპროცენტო განაკვეთების ზრდა უკვე სახეზეა, რაც შეეხება უფრო მეტად ზრდას, ეს სიტუაცია მოთამაშეებს უდავოდ მანიპულირების საშუალებას მისცემს, შემდეგ ისინი უკვე გაზრდიან თუ შეამცირებენ განაკვეთებს მათზე იქნება დამოკიდებული, სულ რაღაც 2-3 მოთამაშეზე. კარგად ვიცით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში რომელიმე კონკრეტულ სექტორში მოთამაშეთა რაოდენობა მცირეა, რეალურად ნებისმიერი სცენარია მათგან მოსალოდნელი, მათ შორის საპროცენტო განაკეთების ზრდა,“ - აცხადებს გივი კორინთელი.


მისივე განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საფინანსო ბაზრიდან გაქრობა, პირველ რიგში მცირე კომერციული ბანკებისთვის იქნება მომგებიანი, რადგან მისო-ების პოტენციური კლიენტები მათ მიაშურებენ.


„დიდი კომერციული ბანკებისთვის ანუ მთავარი მოთამაშეებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ პატარებისთვის უდავოდ დადებითი მოვლენა იქნება, რადგან ბევრი მისოს პოტენციური კლიენტი შედარებით მცირე ბანკებისთვის კარგი ნადავლია. ზოგადად ეს ყველაფერი საბანკო მონოპოლიისკენ მიდის, რაც უდავოდ ძალიან უარყოფითი მოვლენაა, როდესაც პარალელურად არ არსებობს სხვა ფინანსური ბაზარი და ეს გადადის ორი-სამი მოთამაშის ხელში გადადის,“ - ამბობს გივი კორინთელი.


2019 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ოქტომბერში - 50; ნოემბერში - 48; ხოლო 24 იანვრის მდგომარეობით მათი რიცხვი 46-ს შეადგენს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up