ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირებით კონკურენციის შემცირებას არ ელის.
„ეს არ ნიშნავს კონკურენციის შემცირებას. მეტი რაოდენობის მიკროსაფინანსო არ ნიშნავს მეტ კონკურენციას. კონკურენცია მაშინ შეიქმნება როდესაც ბაზარზე ჯანსაღი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეიქმნება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი გადაკეთდნენ სესხის გამცემ სუბიექტებად. არასაბანკო სექტორის მოცულობა ჯამურად სტაბილურია. ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებდა პირობებს, იმისთვის რომ ეფუნქციონირათ. არავის არ მოეწონებოდა თუკი მისოები თანხების დაბრუნებას ვერ შეძლებდნენ“, - ამბობს გვენეტაძე.
მიკროსაფინანსო სექტორმა წლის მეორე კვარტალი კვლავ ზარალით დაასრულა. საანგარიშო პერიოდში სექტორის წმინდა ზარალი 29 მლნ ლარს შეადგენდა.
მიკროსაფინანსო სექტორმა წლის პირველი კვარტალი 18.4 მილიონის მოგებით დაასრულა. შემცირდა სექტორის აქტივები და მან 1.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.
gbc.ge