„საბანკო ლიცენზიაზე განაცხადს 2021 წლის შემოდგომაზე ვგეგმავთ“ - „კრისტალი“

„საბანკო ლიცენზიაზე განაცხადს 2021 წლის შემოდგომაზე ვგეგმავთ“ - „კრისტალი“

access_time2021-03-17 11:00:45

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“  წელს ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. რას შეცვლის ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, გეგმავს თუ არა „კრისტალი“ სამომავლოდ საფინანსო ბაზრის რომელიმე მოთამაშესთან შერწყმა, რა ცვლილებებს გამოიწვევს საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების შექმნა და რა მოლოდინები არსებობს მიმდინარე წლისთვის, ამ თემებზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.


-ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ კომერციული ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. როდის გეგმავთ სებ-ში შესაბამისი განაცხადის გაკეთებას და რას შეცვლის ეს როგორც თქვენთვის, ასევე მომხმარებლებისთვის?


-საბანკო ლიცენზიაზე განაცხადს 2021 წლის შემოდგომაზე ვგეგმავთ. კრისტალის ბანკად ქცევა პირველ რიგში ფინანსური ჩართულობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვურთიერთობთ ასობით ათას მომხმარებელთან საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, ვინც შეძლებს ისარგებლოს სრული საბანკო მომსახურებით. ვაპირებთ უნიკალური პირობები შევუქმნათ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს. თავად კრისტალისთვის ეს განვითარების ლოგიკური ეტაპია, რომელიც მოგვიტანს დაფინანსების უკეთეს სტრუქტურას, არასაკრედიტო შემოსავლების ზრდას და კაპიტალის ეფექტიანი დაბანდების შესაძლებლობას.


-საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრო ბანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მიკრო ბანკები იქნებიან ის კომპანიები, რომლებიც ორიენტირდებიან ძირითადად მიკროსესხებზე, ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, აგროსესხებზე, მცირე ბიზნეს სესხებზე. მიკრო ბანკის სტატუსზე განაცხადის გაკეთებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გეგმავენ. თვლით თუ არა, რომ მიკროსაფინანსოები, მიკრობანკების სტატუსის მოპოვების შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი დაკრედიტების კუთხით კომერციული ბანკების კონკურენტები გახდებიან?


-მიკრობანკის ლიცენზია საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და პირდაპირ ეხმიანება ჩვენს კორპორატიულ სტრატეგიას. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება, თუ როგორი ტიპის ლიცენზია აჯობებს კრისტალისთვის, დამოკიდებული იქნება მიკრობანკის საზედამხედველო ჩარჩოზე და მარეგულირებელთან კონსულტაციაზე. რეგულირების აღნიშნული სიახლე რათქმაუნდა გაზრდის კონკურენციას საცალო და მიკრო-ბიზნეს სეგმენტზე. დღეს საკმაოდ დიდი განსხვავებაა დიდი ბანკებისა და მისო-ების სასტარტო პირობებში, რაც გამოიხატება ფინანსური რესურსის ღირებულებასა და დაშვებული მომსახურების ჩამონათვალში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო ლიზენზიას ინვესტიციებისა და ინსტიტუციური განვითარების ბევრად უფრო მაღალი დონე სჭირდება.


-„კრისტალი“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ შეძენას გეგმავდა, თუმცა ეს გარიგება ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, ჩაიშალა. აპირებს თუ არა „კრისტალი“ სამომავლოდ საფინანსო ბაზრის რომელიმე მოთამაშესთან შერწყმას?


-აღნიშნული გარიგება სამწუხაროდ პანდემიის გამო ვერ განხორციელდა. მომავალში კრისტალი რათქმაუნდა ღიაა არაორგანული ზრდის შესაძლებლობებისთვის. წარსულში პოზიტიური გამოცდილება გვაქვს, თუმცა აღსრულების თანმდევი რისკების გამო ჩვენ მაინც სიფრთხილით ვეკიდებით საკრედიტო პორტფელის ან სხვა კომპანიების შეძენას.



-რა გავლენას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და მათ მომხმარებლებზე ის არასტაბილური გარემო, როდესაც ხვალინდელი ლარის კურსი რთული პროგნოზირებადია?

-მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომხმარებლისთვის კრედიტის ნაწილში ეს პრობლემა მოგვარებულია. მომხმარებელი იღებს სესხს მხოლოდ ლარში, რითაც სრულიადაა დაცული გაცვლითი კურსის მერყეობისგან. თუ შევხედავთ მისო-ების დაფინანსების სტრუქტურას აქ რათქმაუნდა გამოწვევა გვაქვს, რადგან ვალდებულებათა დიდი ნაწილი დოლარშია მოზიდული, ხოლო აქტივები - ლარში. ლარის გაუფასურების ტენდენცია შემაფერხებელი ფაქტორია ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. მაგრამ თუ სტრატეგიულად შევხედავთ, ქვეყანას აქვს საკმაოდ გამართული მაკრო-პრუდენციული პოლიტიკა, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ღია ბაზრის პოლიტიკა, რომელსაც დღემდე მეტი სარგებელი ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისთვის მოჰქონდა, მომავალში ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ იმუშავებს, რაც სტაბილური ლარის წინაპირობაა.


-ადგილობრივი ბირჟისა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარების პირობებში გაიზრდება თუ არა კონკურენცია მიკროსაფინანსო და საბანკო სექტორში? ფულის მოზიდვის ალტერნატიული მექანიზმის გაჩენა შეიძლება თუ არა ფინანსური სექტორისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცეს?


-კაპიტალის ბაზრის განვითარება გარკვეულ კონკურენციას კორპორატიული საბანკო სექტორისთვის შექმნის, თუმცა საბოლოო ჯამში ამ პროცესით ყველა გამარჯვებული გამოდის. ფართო გაგებით კაპიტალის ბაზრის განვითარება დაფინანსების ინსტრუმენტების მრავალფეროვნებას გულისხმობს. ეკონომიკას საბანკო კრედიტის პარალელურად სჭირდება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სასტარტო, ვენჩურული, ზრდის კაპიტალი, სუბორდინირებული სავალო პროდუქტები, ფიქსირებული აქტივების დაფინანსება - ლიზინგი, ხოლო სავაჭრო სექტორისთვის - ფაქტორინგი. ამაში გამოწვევაზე მეტად შესაძლებლობებს ვხედავ ფინანსური სექტორისთვის.


-რა მოლოდინები გაქვთ 2021 წელს. ლარის კურსი, პანდემია, შემცირებული შემოსავლები, როგორ მოქმედებს არსებული გამოწვევები მისო-ებზე და სჭირდება თუ არა სექტორს დახმარება?


-პოსტ-პანდემიური პერიოდი არ იქნება მარტივი, მაგრამ ეკონომიკური ზრდა აშკარად დაჩქარდება „გაჩერებული“ სექტორების ამოქმედების შედეგად. დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელს გადახდისუუნარობის პრობლემას არ ექნება მასიური ხასიათი. ტურიზმის სექტორში შეფერხებამ ეკონომიკის გარკვეულწილად დივერსიფიკაცია გამოიწვია, რაც ტურიზმის აღდგენის კვალობაზე დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ფინანსური სექტორი სრულიად მომზადებულია თავისი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up