„მიკრობანკების გაჩენით მივიღებთ მინიმუმ ორ ახალ მოთამაშეს, რომლებიც შეძლებენ თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახურონ ბიზნესს“ - ინტერვიუ არჩილ ბაკურაძესთან

„მიკრობანკების გაჩენით მივიღებთ მინიმუმ ორ ახალ მოთამაშეს, რომლებიც შეძლებენ თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახურონ ბიზნესს“ - ინტერვიუ არჩილ ბაკურაძესთან

access_time2022-07-07 10:00:54

რა ცვლილებებს გამოიწვევს საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების შექმნა და რას შეცვლის ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის? ერთ-ერთი, რომელიც მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალია“. რა შეიცვლება „კრისტალისთვის“ და აპირებს თუ არა ორგანიზაცია სამომავლოდ საფინანსო ბაზრის რომელიმე მოთამაშესთან შერწყმას? - ამ თემებზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა.



— მთავრობის ბოლო სხდომაზე მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში განსახილველად პარლამენტს წარედგინება. თუ გაქვთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია, როდის დაამტკიცებენ ამ კანონპროექტს?


კანონპროექტმა მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა, მიიღო რა საქართველოს მთავრობის თანხმობა და ახლა მისი მიღება მთლიანად საქართველოს პარლამენტზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, პარლამენტის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია და პროგნოზირებადობას არც მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უწყობს ხელს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანონმდებლები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ აღნიშნულ კანონპროექტს. მას შემდეგ, რაც კანონის დამტკიცება მოხდება და „ბურთი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარეს გადავა, საბოლოოდ გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მიკრობანკის ლიცენზიას. ეს ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცესია და ცხადია, ყველა ნაბიჯი გასავლელია. მადლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას, რომ მიუხედავად არაორდინალური ფონისა, დროულად შეძლეს კანონპროექტის განხილვა.


— „მიკრობანკების გაჩენა ქვეყანაში სესხის საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს, რადგან ერთი მხრივ, მათ იაფიანი რესურსი გაუჩნდებათ, მეორე მხრივ კი, კონკურენცია საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უზრუნველყოფს“, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნული კანონპროექტი. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას, თქვენი აზრით, რამდენად გაზრდის ახალი პროექტი ბაზარზე კონკურენციას?


ფინანსთან მინისტრის ეს განცხადება ალბათ ყველაზე სწორად აღწერს ამ რეფორმის დანიშნულებას. თუ ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, აქ უნდა გაჩნდნენ მოტივირებული მოთამაშეები და მათ უნდა შეძლონ კონკურენტულ პირობებში დაფინანსების შეთავაზება. დღეს ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კომერციული ბანკების მიერ მოზიდულ ფინანსურ რესურსებს შორის განსხვავება მინიმუმ 8%-ია. ფასთა ამ სხვაობით მისო-ები ვერ მონაწილეობენ თანაბრად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ბაზარზე. გარდა ამისა, მისო-ებს არა აქვთ არასაკრედიტო მომსახურების, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშები, ფულადი გზავნილები და სხვათა შეთავაზების შესაძლებლობა. მიკრო ბანკების გაჩენით უნდა მივიღთ მინიმუმ ორი ახალი მოთამაშე, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახუროს ბიზნესს და სოფლის მეურნეობას.




— როგორ შეაფასებდით „კრისტალის“ 2022 წლის ორი კვარტალის ფინანსურ მაჩვენებლებს და რა მოლოდინები გაქვთ წლის ბოლოსთვის?


წინა წლის აუდირებული შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ასევე ხელმისაწვდომია „კრისტალის“ განახლებული საკრედიტო რეიტინგი Fitch Rating-ისგან. შედეგს შევაფასებდი როგორც რთული პერიოდიდან ეტაპობრივი გამოსვლის დასაწყისს. მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღებამ უნდა მოგვცეს საშუალება დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ პარამეტრებს. ბოლო 3 წლიანი პერიოდის სიმძიმემ გადაიარა ჩვენს ინვესტორებზე, მაგრამ კომპანიამ არ უღალატა თავის დანიშნულებას და პრინციპებს და გააგრძელა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა, რაც ნაკლებად მომგებიანი საქმიანობაა, მაგრამ დიდი შედეგი მოაქვს ფინანსური ჩართულობისა და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. კარგია, რომ ახლა უკვე სახელმწიფო და ზედამხედველი ამჩნევს ამ სექტორის მნიშვნელობას და ქმნის ხელშემწყობ გარემოს მისთვის.



— რა გავლენას ახდენს რეფინანსირების განაკვეთის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიკროსაფინანსოების, მათ შორის „კრისტალის“ ფინანსური ხარჯებზე და როგორ აისახა ის ფინანსურ შედეგებზე? აძვირებს თუ არა გაზრდილი განაკვეთი მიკროსაფინანსოებისთვის მოზიდულ სახსრებს?


პირდაპირ გვიძვირებს - ჩვენი ფინანსური ხარჯი ორი კომპონენტისგან შედგება: დოლარის ხარჯი (რომელიც დიდი ხანია დაბალი იყო და ახლა იმატებს) და ჰეჯირების ხარჯი, რომელიც პირველზე უფრო დიდია. მოგეხსენებათ, ჩვენ სესხებს მხოლოდ ლარში გავცემთ, რითაც არ ვახდენთ სავალუტო რისკების გადაცემას მომხმარებლისთვის. მაგრამ, აქ არის ერთი დიდი „მაგრამ“ და იმედი მაქვს გვექნება შესაძლებლობა ამ თემაზე უფრო ფართოდ ვიმსჯელოთ. ხომ არაა ლარში დაფინანსება იმაზე ძვირი, ვიდრე ის უნდა იყოს? ამით ხომ არ იზღუდება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა? რამდენად კონკურენტულია ჰეჯირების ინსტრუმენტების ბაზარი და ხომ არ გამოდის ისე, რომ მთელი ეს წლები ხდებოდა ამ დიდი ხარჯის გადაცემა მომხმარებლისთვის? თუ ეს ასეა იქნებ სჯობს არსებობდეს დოლარის დაფინანსების შესაძლებლობა, განსაკუთრებით შედარებით დიდი ზომის სასესხო სეგმენტზე, რომელიც უფრო მგრძნობიარეა ფასების მიმართ. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს დაფინანსების ხარჯის შემცირება ბიზნესისთვის. ვიცი, რომ ამ კითხვებზე მარტივი და პირდაპირი პასუხები არ არსებობს, მაგრამ დრო მოვიდა რომ აღნიშნული დისკუსია შედგეს.



— რა გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს საფინანსო სექტორზე და თქვენი აზრით, რა როლი აკისრია მას თუნდაც იმ ბიზნესების მხარდაჭერაში, რომლებსაც არსებულ სიტუაციაზე ადაპტირება მოუწიათ?


ეს ომი უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის უპრეცედენტოდ დიდი გამოწვევაა. თუმცა საინტერესოა, რომ Fitch Ratings-მა მის ბოლო შეფასებაში არ შეამცირა „კრისტალის“ საკრედიტო რეიტნიგი. „კრისტალმა“ და ჩემი ინფორმაციით მთელმა საფინანსო სექტორმა, დიდი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნა შექმნილი სიტუაციის მიმართ. ვფიქრობ, უპრეცედენტო იყო უკრაინელების მიმართ კერძო სექტორის დახმარება, რომელიც გრძელდება. კრისტალს, როგორც აფხაზეთის ომის შედეგად, დევნილების მიერ შექმნილი ფინანსურ ინსტიტუტს, კარგად ესმის რაოდენ მნიშვნელოვანია უკრაინიდან დევნილების მაქსიმალური მხარდაჭერა. სამწუხაროდ, გადატვირთულ საერთაშოსრისო მედია გარემოში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი დაიკარგა და თავად უკრაინაშიც კი არ იციან ბოლომდე ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. აქედან გამოსავალი კი ვფიქრობ, ეფექტური კომუნიკაციაა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up