პარტიების შემოწირულობებში ბიზნესის აქტივობა დაბალია

პარტიების შემოწირულობებში ბიზნესის აქტივობა დაბალია

access_time2021-08-26 15:00:09

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე  თითქმის ერთი თვე რჩება, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები დასკვნით ფაზაში შედის,  ასევე გააქტიურებულია ფინანსური შემოწირულობებიც. კომერსანტმა პარტიების ბოლო 3 თვის შემოწირულობები შეაჯამა. 


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ქართული ოცნებამ პირველი ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით 229 როგორც ფულადი, ასევე არაფულადი შემოწირულობა მიიღო. შემომწირველთაგან 7 იურიდიული, ხოლო 222 კერძო პირი იყო. ქართულმა  ოცნებამ ყველაზე მეტი შემოწირულობა აგვისტოში მიიღო, ბოლო სამი თვის ჯამმა 4 278 084.5 ლარი შეადგინა, აქედან პარტიამ 43 884 არაფულადი შემოწირულობის სახით მიიღო.  ამ პერიოდში ქართულ ოცნებას ყველაზე მაღალი თანხა 60 000 ლარი  24-მა კერძო პირმა შესწირა. 


რაც შეეხება შპს-ებს, მათმა შემოწირულობამ ჯამში 128 000 ლარი შეადგინა და მათგან ყველაზე  დიდი თანხის შემოწირულობა 60 000 ლარი შპს „ჯონთაუერსმა“ განახორციელა. 


შემოწირულობის მიხედვით, რიგით მეორეა ახლად შექმნილი პარტია „საქართველოსთვისაა“.  მის სასარგებლოდ ჯამში, როგორც ფულადი, ასევე არაფულადი  შემოწირულობა  164 976 ლარი განხორციელდა. აქედან არაფულადი შემოწირულობა 109 626 ლარია. 


შემომწირველებს შორის არიან პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ბერდია სიჭინავა, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერილია  და გიორგი ხოჯევანიშვილი. ძირითადი შემომწირველები ფიზიკური პირები არიან,  ყველაზე დიდი ფულადი შემოწირულობა - 23 000 ლარი ეკატერინე ვეფხვაძემ განახორციელა, ხოლო ყველაზე დიდი ოდენობის 25 000 და 23 000 ლარის არაფულადი შემოწირულობა  2-მა ფიზიკურმა პირმა განახორციელა. გარდა ამისა, შპს „ლიდერ  ბილდერმა“  20 000 ლარიანი არაფულადი შემოწირულობა განახორციელა. 


სამ თვეში რიგით მესამე პარტია  შემოწიულობების მოცულობებით ლელო საქართველოსთვისაა, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით შემოწირულობების ჯამმა 84 830 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი შემოწირულობა – 25 000 ლარი ნიკა ხაზარაძის სახელზეა. ამ  სამ თვეში იურიდიული პირების მიერ  ლელოს  სასარგებლოდ  შემოწირულობა  არ  ფიქსირდება. 


შემოწირულობების მოცულობების მიხედვით რიგით მეოთხე  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. სამი თვის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით 77 070 ლარი მიიღო, აქედან 21 390 ლარი პარტიამ არაფულადი დონაციის სახით მიიღო. ამ პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ 30 შემოწირულობა განხორცილდა , მათ შორის ყველაზე მაღალი  11 560 ლარის შემოწირულობა გიორგი სურმავამ განახორციელა. ამ სამი თვის განმავლობაში იურიდიულ პირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვს შემოწირულობა არ განუხორციელებიათ. 


რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ორ სა­პარ­ლა­მენ­ტო ძა­ლას, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ და „მო­ქა­ლა­ქე­ებს“, არც გი­ორ­გი ვა­შა­ძის და არც ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის პარ­ტი­ას, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წელს შე­მო­წი­რუ­ლო­ბა არ უფიქ­სირ­დე­ბა.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up