მიგრანტი-ქალები, რომლებმაც დაიპყრეს ამერიკა

მიგრანტი-ქალები, რომლებმაც დაიპყრეს ამერიკა

access_time2019-07-07 20:00:23

აშშ რჩება შუქურად მიზანდასახული ქალებისთვის, რომლებსაც  შეუძლიათ მთელი დარგების შეცვლა. გამოცემა Forbes-მა აირჩია რამდენიმე ყველაზე წარმატებული მიგრანტი ქალი, რომელმაც მიაღწია წარმატებას შტატებში.

 

ყოველ წელს ათობით ათასი ადამიანის ჩადის შტატებში უკეთესი მომავლის იმედებით.

 

რობინ რიანა ფენტის ისტორიაც დაიწყო ზუსტად ასე - 10 წლის წინ მან დატოვა თავისი სამშობლო - ბარბადოსი, და აგრესიული ლოთი-მამა, იმისთვის, რომ დაეწყო მომღერლის კარიერა შტატებში.

 

მას დაეხმარა ცნობილი ამერიკელ რეპერი, ამჟამად მილიარდერი, ჯეი ზი, რომელმაც მოისმინა რიანას ერთ-ერთი სიმღერის დემოვერსია. ამის შემდეგ ბარბადოსელი მიგრანტი-ქალი არა მხოლოდ ავიდა მუსიკალური ინდუსტრიის მწვერვალზე, არამედ მიაღწია სერიოზულ გავლენას კოსმეტიკაში და მოდაში.

 

2017 წელს რიანამ, ფუფუნების საგნების მწარმოებელ  LVMH-სთან ერთად შექმნა კოსმეტიკური ბრენდი Fenty, რომელიც აწარმოებს მოვლის საშუალებებს  სხვადსხვა ფერის კანისთვის - 2018 წელს ახალი კომპანიის გაყიდვებმა მიაღწია 570 მლნ. დოლარს.

 

2018 წელს მან ასევე გამოუშვა ღამის პერანგების კოლექცია  Savage X Fenty, დააარსა მოდის სახლი Fenty, რომელიც იმუშავებს პარიზში. რიანა იქნება მსხვილი ფრანგული მოდის სახლის პირველი შავკანიანი ხელმძღვანელი და მფლობელი.

 

ამჟამად რიანას ქონება შეადგენს 600 მლნ. დოლარს, და ამ სიმდიდრის დიდი ნაწილია მიღებულია პროექტებისგან, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მუსიკასთან. 2019 წელს ის შევიდა  Forbes-ის ყველაზე მდიდარი მიგრანტი-ქალების რეიტინგში.

 

სიაშია სულ 17 ქალი, მათ შორის 9 ჩამოვიდა შტატებში აზიიდან, მათი ჯამური ქონება შეადგენს 18,4 მლრდ. დოლარს.

 


იმის მიუხედავად, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობა ზღუდავს მიგრაციას, უცხოელები მაინც ჩამოდიან ქვეყანაში, და მათ შორის ყველაზე წარმატებულები ასახიერებენ ამერიკულ ოცნებას,

 

ტაი ლი, ამერიკის ყველაზე წარმატებული მიგრანტი-ქალი, დაიბადა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, გაიზარდა სახმრეთ კორეაში, თუმცა მოგვიანებით ჩავიდა შტატებში, სადაც მისი უფროსი და სწავლობდა შტატ მასაჩუსეთსის ერთ-ერთ კოლეჯში.

 

ლიმ 1985 წელს დაამთავრა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა, რის შემდეგაც მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორც  Procter & Gamble და  American Express, მაგრამ 1989 წელს მან და მისმა მეუღლემ 1 მლნ. დოლარად იყიდეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SHI International, რომელიც დღეს ასრულებს მსხვილ შეკვეთებს ისეთი გიგანტებისთვის, როგორც  Boeing და  Johnson & Johnson.

 

2018 წელს კომპანიის შემოსავალმა მიაღწია 10 მლრდ. დოლარს.

 

ჩინელი ვეილი დაი, Panda Express-ს თანადამაარსებელი პეგი ჩერნგი, და თურქული წარმოშობის მილიარდერი ერენ ოზმენი, რომელიც დაიბადა და გაიზარადა პროვინციულ ქალაქ დიერკაბირში, თურქეთის კურთისტანში, ჩამოვიდნენ შტატებში განათლების მისაღებად.

 

ოზმენი ყიდდა ფახლავას, მუშაობდა დამლაგებლად აეროკოსმოსურ კომპანია Sierra Nevada-ში, და პარალელურად სწავლობდა შტატ ნევადას ბიზნეს-სკოლაში. დღეს ის არის Sierra Nevada-ს პრეზიდენტი და მაჟორიტარული აქციონერი - წარმატების საოცარი მაგალით - დღეს ის ხელმძღვანელობს კომპანიას, სადაც მუშაობდა დამლაგებლად...

 

2018 წელს Sierra Nevada-ს შემოსავალმა მიაღწია 1,9 მლრდ. დოლარს, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ პარტნიორებთან, მათ შორის NASA-სთან.

 

„შეხედეთ შტატებს, და იმას, რისი მიღწევაც შეუძლიათ აქ ქალებს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამიტომაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ უნდა დავტოვოთ ჩვენო კვალი“ - განაცხადა მან ერთ-ერთი ინტერვიუში.

 

რუმინელი ანასტასია სუარე ჩამოვიდა ლოს-ანჯელესში 1989 წელს, და დაიწყო მუშაობა სილამაზის სალონში. სამი წლის შემდეგ მან წამოიწყო საკუთარი ბიზნესი, და დააარსა კომპანია  Anastasia Beverly Hills,  რომელიც აწარმოებს წარბების მოვლის საშუალებებს.

 

ამჟამად კომპანიის ღირებულება შეადგენს 3 მლრდ. დოლარს.

 

Forever 21-ის დამაარსებელი სუკ ჩანგი ჩამოვიდა ქმართან ერთად შტატებში სამხრეთ კორეიდან 1981 წელს. ის 3 წელი მუშაობა სილამაზის სალონში, ხოლო ქმარი - 3 ადგილას. მათ მოაგროვეს 11 000 დოლარი, და გახსნეს ტანსაცმლის პატარა მაღაზია ლოს-ანჯელესში. დღეს Forever 21 ფლობს 815 მაღაზიას, ქსელის შემოსავალი კი შეადგენს 3,4 მლრდ. დოლარს წელიწადში.

 

კიდევ ერთი დარგი, სადაც ძლიერია ქალი-მიგრანტების გავლენა - მაღალი ტექნოლოგიები, სადაც საქმიანობს Forbes-ის სიის 7 ფიგურანტი. მათ შორისაა საფრა კაცი, მიგრანტი ისრაელიდან, რომელიც ამჟამად არის Oracle-ის გენერალური დირექტორი.

 

მან განახორციელა 150 გარიგება, მათი ჯამური თანხა შეადგენს 60 მლრდ. დოლარს, და ამის აღსანიშნავად, კონცერნის მფლობელებმა 2017 წელს გადასცეს მას 135 მლნ. დოლარის აქციები, რის შედეგადაც, 2018 წელს ის შევიდა მილიარდერთა სიაში.

 





უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up