მიგრაციის სალდო დადებითია – პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში

მიგრაციის სალდო დადებითია – პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში

access_time2021-07-21 15:00:07

საქართველოში პანდემიის მძიმე ფონზე მიგრაცია გამონაკლისია, სადაც შედეგი ცალსახად დადებითია. 1959 წლის შემდეგ პირველად, მიგრაციამ 2020 წელს დადებითი სალდო აჩვენა  (15732  კაცი),  რის   შედეგადაც        წინა  წლებთან  შედარებით,  მცირედით, მაგრამ  მაინც  3303  კაცით  გაიზრდა  საქართველოს მოსახლეობა  და  შეჩერდა წინა  წლებში არსებული  მოსახლეობის  კლების  ტენდენცია.  ამის შესახებ ,,კომერსანტს“ დემოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ სულაბერიძემ აცნობა.

 

,,მიმდინარე პროცესს განვიხილავთ, როგორც  „პანდემიის დემოგრაფიას“, რამდენადაც დემოგრაფიული ცვლილებები ინერციულად წარიმართა.  სწორედ  პანდემიის  დადებითი შედეგია,  1959  წლის შემდეგ  პირველად 2020  წელს დაფიქსირებული  წმინდა   მიგრაციის  დადებითი  სალდო (15732  კაცი),  რის   შედეგადაც წინა წლებთან შედარებით, მცირედით, მაგრამ  მაინც  3303  კაცით  გაიზრდა  საქართველოს მოსახლეობა  და  შეჩერებულ  იქნა  წინა  წლებში არსებული  მოსახლეობის  კლების  ტენდენცია. რომ  არა დეპოპულაცია (-4017 კაცი), საქართველოს მოსახლეობა 2020  წლისთვის  წინა  წელთან  შედარებით  19749  კაცით გაიზრდებოდა და 2020 წლისთვის ნაცვლად არსებულისა, 3 739 910 კაცი (15732+4014) იქნებოდა. გარდა ამისა, პანდემიის პოზიტიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ 2019 წელთან შედარებით  საქართველოდან  2020  წელს  30843  კაცით  ნაკლები ემიგრაცია და  ქვეყანაში 6868 კაცით ნაკლები ადამიანის შემოსვლა“, - განმარტავს ავთანდილ სულაბერიძე.  

 

როგორც  წესი, პანდემიის  პირობებში  სამუშაოს  დაკარგვის  და ვირუსით  დაინფიცირების  მაღალი  რისკიდან  გამომდინარე, უცხოეთში  სამუშაოდ  წასული  მიგრანტების  უმრავლესობა, ლოგიკურად,  ძირითადად  სამშობლოში  უნდა  დაბრუნდეს.  ამ თვალსაზრისით, როგორც დემოგრაფიის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული,  საქართველოში შემოსულთა თითქმის 2/3  (74,0%) საქართველოს  მოქლაქეები  არიან,  ხოლო  გასულთა  რაოდენობაში ნახევარზე  მეტს  (58,4%)  უცხო  ქვეყნის  მოქალაქეები  შეადგენენ.



კვლევის ავტორის შეფასებით, მართალია, პანდემიამ მიგრაციის  მრავალწლიანი ნეგატიური  პროცესების  ტენდენცია  შეაჩერა  და  დადებითით შეცვალა,  მაგრამ    ძნელია  ივარაუდო,  როდემდე  გაგრძელდება  და შენარჩუნდება  თუ  არა  ტენდენცია პოსტპანდემიურ  პერიოდში,  ქვეყნის არცთუ სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების ფონზე.

მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up