Midjourney დამოუკიდებელი კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის პროგრამებს, ამზადებს რეკლამებს, ტექსტის აღწერის მიხედვით ხატავს სურათებს, ისევე როგორც - OpenAI-ი, DALL-E-ი და open-source Stable Diffusion-ი.
Midjourney 2022 წლის ივლისში დევიდ შოლცმა შექმნა, რომელიც ამერიკული კომპანია Leap Motion-ის თანადამფუძნებელია. შოლცმა 2022 წლის აგვისტოში The Register-თან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია უკვე მოგებაზე იყო.
Midjourney-ში დარეგისტრირება უფასოა, ის „ფრემიუმ“ ბიზნეს-მოდელზე მუშაობს, ფასიანი მომსახურება კი უფრო სწრაფ წვდომას და დამატებით მომსახურებას გვთავაზობს. Midjourney-ში მომხმარებელი ნამუშევრებს Discord-ბოტის ბრძანებების გამოყენებით ქმნის.
იმის გამო, რომ Midjourney-ის სამუშაო ნაკრები საავტორო უფლებებით დაცული მხატვრების ნამუშევრებს მოიცავს, ზოგიერთმა მხატვარმა ის ორიგინალური ნაწარმოებების გაუფასურებაში დაადანაშაულა და იმის გამოც გააკრიტიკა, რომ Midjourney მხატვრებს სამუშაოს ართმევდა.
პროგრამა უკვე გამოიყენა ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა 2022 წლის ივნისის ნომრის ყდის შესაქმნელად; იტალიაში წამყვანმა გაზეთმა Corriere della Sera-მ მისი დახმარებით კომიქსი შექმნა; Midjourney-ის საშუალებით დამზადდა ასევე ამერიკული რადიო-შოუს წამყვან ალექს ჯონსის ორი სურათი The Atlantic-ისთვის; Midjourney-ის სურათმა სახელად Théâtre d'Opéra Spatial კოლორადოს შტატში მოწყობილ ციფრული ხელოვნების კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა.
შექმენი Midjourney-ზე შენი იმიჯი: www.midjourney.com
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა