Midea GAIA – იმოგზაურე ბუნებაში

Midea GAIA – იმოგზაურე ბუნებაში

access_time2022-08-02 14:09:02

პრემიუმ კონდიციონერი ჰაერის გარედან შემოტანის ფუნქციით


სად არის ყველაზე სასიამოვნო სიგრილე? – ამ კითხვით მიმართა Midea-მ მომხმარებლებს. მათმა უმეტესობამ უპასუხა, რომ ასეთი ადგილი სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოს გამო, ბუნება იყო. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მიზნად დაისახა, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მათ ბუნებაში ყოფნის განცდას შეუქმნიდა.


ასე გაჩნდა Midea GAIA – უახლესი და ინოვაციური კონდიციონერი, რომელიც არა მხოლოდ აგრილებს/ათბობს, არამედ ახალი და სუფთა ჰაერით უზრუნველყოფს ოთახს. ჰაერის მიმოცვლისა და ვენტილაციის ამგვარ სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, მიიჩნევენ, რომ Midea-მ კონდიციონერების წარმოებაში ახალი სიტყვა თქვა.


როგორია ყველაზე მაღალტექნოლოგიური კონდიციონერი და რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა? – სტატიაში Midea GAIA-ს გაგაცნობთ.


ჰაერის მიმოცვლისა და ვენტილაციის ახალი ტექნოლოგია


სტანდარტული კონდიციონერის ფუნქცია მხოლოდ ოთახში არსებული ჰაერის გაგრილებაა – ის ძველი ჰაერის ახლით ჩანაცვლებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ოთახში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი (CO₂) არ დაგროვდეს, აუცილებელია, კონდიციონერით სარგებლობისას, ოთახი დროდადრო გავანიავოთ.


ერთ-ერთი უმთავრესი, რითაც GAIA სტანდარტული კონდიციონერებისგან გამოირჩევა, ჰაერის მიმოცვლის განსხვავებული ტექნოლოგიაა – ის არა მხოლოდ აგრილებს, არამედ გარედან შემოაქვს ჟანგბადით სავსე ჰაერი, ფილტრავს მას და გაწვდით სახლში.


GAIA ოთახს ყოველ საათში 30-60 მ³ ახალი ჰაერით უზრუნველყოფს, რაც საკმარისზე მეტიც კია იმისათვის, რომ განიავების გარეშე, ჩვენ გარშემო ჟანგბადით მდიდარმა ჰაერმა იტრიალოს.


სტანდარტული კონდიციონერის ფუნქცია მხოლოდ ოთახში არსებული ჰაერის გაგრილებაა – ის ძველი ჰაერის ახლით ჩანაცვლებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ოთახში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი (CO₂) არ დაგროვდეს, აუცილებელია, კონდიციონერით სარგებლობისას, ოთახი დროდადრო გავანიავოთ.


ერთ-ერთი უმთავრესი, რითაც GAIA სტანდარტული კონდიციონერებისგან გამოირჩევა, ჰაერის მიმოცვლის განსხვავებული ტექნოლოგიაა – ის არა მხოლოდ აგრილებს, არამედ გარედან შემოაქვს ჟანგბადით სავსე ჰაერი, ფილტრავს მას და გაწვდით სახლში.



i-Clean – თვითწმენდის ფუნქცია


ნებისმიერი კონდიციონერის ფილტრში დროთა განმავლობაში ილექება ჭუჭყი, გროვდება ბაქტერიები და სხვა მავნე ნაწილაკები. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ის წელიწადში ერთხელ მაინც გაიწმინდოს, რაც დამატებითი ხარჯია. თუმცა, ეს GAIA-ს არ ეხება, რადგან მას თვითწმენდის ფუნქცია აქვს – საკმარისია დააყენოთ i-Clean-ზე და ის თავად ჩაიტარებს წმენდის სრულ პროცედურას. GAIA-ს თვითწმენდა 6-საფეხურიანია და 92 წუთის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც ფილტრში ბაქტერიების 99,9% ნადგურდება.


ბრიზლეს ფრთა – ჰაერის ნაკადის განაწილების განსხვავებული სისტემა


სტანდარტული კონდიციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰაერის მხოლოდ ერთი მიმართულებით დაბერვაა, რის გამოც ნაკადი ინტენსიური და უსიამოვნოა. ამ პრობლემის გადასაჭრელად Midea-მ GAIA ბრიზლეს ფრთით აღჭურვა, რომელსაც 7928 წვრილი ნახვრეტი აქვს. ჰაერი ამ ათასობით ნახვრეტში თანაბრად ნაწილდება და სხვადასხვა მიმართულებით იფრქვევა. შესაბამისად, ნაკადის ინტენსივობა კლებულობს და ოთახი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გრილდება.


დისტანციური მართვა


GAIA-ს მართვა სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ. მისი მეშვეობით თვალს ადევნებთ კონდიციონერის მუშაობის ყველა პროცესს და წვდომა გექნებათ მის ნებისმიერ მონაცემზე. აპლიკაციაში დაგხვდებათ Music Garden-იც – მუსიკალური კომპოზიციების სია, სხვადასხვა აქტივობებისა და განწყობების შესაქმნელად.


GAIA-ს მოჰყვება დისტანციური სამართავიც. ის ეწყობა Google Assistant-ს, Amazon Alexa-ს და Siri Assistant-ს, რომელთა დახმარებითაც კონდიციონერის ხმოვანი ბრძანებით მართვაცაა შესაძლებელი.


უხმო რეჟიმში მუშაობა


GAIA-ს აქვს მუშაობის სამი ხმოვანი რეჟიმი, რომელთა დარეგულირებაც თავად შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მას ყველაზე დაბალ – 19.3 dB-ზე დააყენებთ კონდიციონერის ხმას თითქმის ვეღარ გაიგებთ.


ინვერტორული ძრავა და ECO ფუნქცია


GAIA თანამედროვე კვადრო ინვერტორულ ძრავაზე მუშაობს, რის გამოც ის სტანდარტულ კონდიციონერზე 30%-ით უფრო ეკონომიურია. გარდა ამისა, შეგეძლებათ, თქვენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით, ამუშაოთ 50%-იანი, 75%-იანი ან 100%-იანი დატვირთვით, რაც თანხებს ელექტრო ენერგიისთვის კიდევ უფრო დაგიზოგავთ. GAIA-ს აქვს ECO ფუნქციაც, რომლის დროსაც ის დაახლოებით 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სხვა რეჟიმზე მუშაობისას.


GAIA ოთახს ყოველ საათში 30-60 მ³ ახალი ჰაერით უზრუნველყოფს, რაც საკმარისზე მეტიც კია იმისათვის, რომ განიავების გარეშე, ჩვენ გარშემო ჟანგბადით მდიდარმა ჰაერმა იტრიალოს.



ეს Midea GAIA-ს ძირითადი მახასიათებლებია, რომელთა ერთობლიობაც ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ ჩვენს სახლებში ბუნების სიგრილეც ვიგრძნოთ და მუდმივად განახლებადი სუფთა ჰაერითაც ვისიამოვნოთ. თანაც, არის ენერგოეფექტური და მნიშვნელოვნად გვიზოგავს ხარჯებს.

 

GAIA მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ევროპულ ბაზარზე და სულ მალე ის საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი. მის შეძენას  შეძლებთ Midea-ს შოურუმსა და ონლაინმაღაზიაში. შეიძინეთ გაია წინასწარ და მიიღეთ 400 ლარამდე ფასდაკლება.


ვებ გვერდი: www.midea.ge

FB: https://www.facebook.com/Midea.ge

საკონტაქტო: 032 252 43 43

(R)



თეგები:
Midea



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up