Microsoft–მა საგანმანათლებლო პლატფორმა TakeLessons იყიდა

Microsoft–მა საგანმანათლებლო პლატფორმა TakeLessons იყიდა

access_time2021-09-13 16:45:46

Microsoft იანვარში აცხადებდა, რომ დისტანციური სწავლების პირობებში მისი კორპორაციული პლატფორმით Teams მთელ მსოფლიოში 100 მილიონი მოსწავლე სარგებლობდა. რამდენიმე დღის წინ კორპორაციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც საგანმანათლებლო ბაზარზე მის გაფართოებას ემსახურება: შეიძინა ონლაინ–სწავლების პლატფორმა TakeLessons.



TakeLessons ინდივიდუალური და მცირე ჯგუფების სწავლებისთვის შეიქმნა. პლატფორმაზე საგნების უზარმაზარი სპექტრია წარმოდგენილი: ზუსტი მეცნიერებებით – მათემატიკითა და ქიმიით დაწყებული – სხვადასხვა ენებისა და პროგრამირების სწავლებით დამთავრებული. აქვე შეგიძლიათ გაკვეთილების მიღება ხელოვნების სფეროში: შეისწავლოთ მუსიკა და აითვისოთ რომელიმე ინსტრუმენტი, აიმაღლოთ მართლწერა და შეიძინოთ ესეების წერის უნარები, ისწავლოთ ხატვა, დიზაინი და კერვაც კი. ამდენად, პლატფორმის სერვისები სასარგებლო შეიძლება იყოს სასკოლო და საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებლადაც. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის პლატფორმაზე დაახლოებით 4 მილიონი გაკვეთილია ჩატარებული.



პლატფორმა 2006 წელს შეიქმნა – მისი თავდაპირველი კონცეფცია იყო, რომ ადამიანებს ქსელში ამ რესურსის გავლით მოეძებნათ რეპეტიტორები. მოგვიანებით TakeLessons ძირითადად ონლაინ–ფორმატში გადავიდა. პლატფორმაზე დიდი გამოცდილების და მაღალი რეიტინგის მქონე მასწავლებლები მუშაობენ. პლატფორმა შერჩეულ საგანში პირველ სატესტო გაკვეთილსაც სთავაზობს მომხმარებელს – თუ მოსწავლე უკმაყოფილო დარჩება, შეუძლია გადახდილი თანხის დაბრუნება და შემდგომ სწავლებაზე უარის თქმა.




ამ გარიგების პირობებს არცერთი მხარე არ ასაჯაროებს. პორტალმა TechCrunch მხოლოდ ის შეიტყო, რომ Microsoft–თან შერწყმამდე TakeLessons–მა ვენჩურული კომპანიებისა და წმინდა ინვესტორებისგან $20 მლნ–ის მოზიდვა შეძლო.



TakeLessons–მა გარიგების შესახებ მოკლე ინფორმაცია განათავსა საიტზე, სადაც ვკითხულობთ, რომ უახლოეს მომავალში პლატფორმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ კურსს უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლისკენ აიღებს.



Microsoft–მა პლატფორმა იმ პირობებში იყიდა, როდესაც პანდემიის გამო დისტანციური სწავლების სერვისებზე მოთხოვნა შეუქცევადად იზრდება. კორპორაცია შემთხვევით არ ხედავს ამ მიმართულებით დიდ შესაძლებლობებს. ამდენად, კომპანიამ საკუთრებაში მსხვილი რესურსი მიიღო, რომელსაც სხვა საგანმანათლებლო პლატფორმებთან კონკურენციის გაწევა შეუძლია.



TechCrunch–ის ინფორმაციით, კორპორაცია გრძელვადიან გეგმებში პლატფორმის ფუნქციონალის გაუმჯობესებას, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებასა და ახლების მოზიდვას გეგმავს.

თეგები:
Microsoft TakeLessons



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up