Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპებში ყველა მინორიტარული ინვესტიცია შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი ავრცელებს.
ასეთი გადაწყვეტილება ისრაელური კომპანია AnyVision-ის გარშემო განვითარებული სკანდალითაა გამოწვეული. Microsoft-ის მიერ დაქირავებულმა გამომძიებელთა გუნდმა, რომელსაც აშშ-ის ყოფილი გენპროკურორი ერიკ ჰოლდერი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ AnyVision-ის ტექნოლოგიას ისრაელის მთავრობა მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს მოსახლეობაზე თვალთვალისთვის იყენებდა.
კომპანიის განცხადებით, მინორიტარული ინვესტიციები არ იძლევა სათანადო კონტროლის განხორციელების საშუალებას, რაც მგრძნობიარე ტექნოლოგიებზე მუშაობისასაა აუცილებელი.
2019 წლის ივნისში Microsoft-მა AnyVision-ში 74 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
imedinews.ge