ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის შემოსავლები 22%-ით გაიზარდა და 45.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს კომპანიის მიერ გავრცელებული ფინანსური ანგარიში.
ოფიციალური ცნობით, Microsoft-ის ოპერაციული შემოსავლები ამ სააანგარიშო პერიოდში აღწევს 20.1 მილიარდ დოლარს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-იანი ზრდაა. ამასთან, 48%-ით არის გაზრდილი კომპანიის სუფთა მოგება, რომელმაც 20.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ტელეკომპანია CNBC აცხადებს, კომპანიის ფინანსურმა მაჩვენებლებმა ყველა პუნქტში ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.
კომპანიის გენერალური დირექტორის სატია ნადელას განცხადებით, Microsoft-ის ფინანსური წარმატება მეტწილად დაკავშირებული ღრუბლოვანი სერვისის განვითარებასთან. მისი თქმით, „კორპორაცია მომხმარებლებს სთავაზობს ინსტრუმენტების მთელს სპექტრს, რომელიც აუცილებელია ამ გარდამავალ პერიოდში მუშაობისთვის“.
Bpn.ge