Microsoft-ი ბრიტანულ სტარტაპს 250 მილიონ დოლარად ყიდულობს

Microsoft-ი ბრიტანულ სტარტაპს 250 მილიონ დოლარად ყიდულობს

person access_time2016-02-04 09:59:51

Microsoft Inc. ბრიტანული სტარტაპის, SwiftKey-ს ყიდვას დათანხმდა. აღნიშნული აპლიკაცია ცნობილია იმით, რომ Apple Inc.-სა და Alphabet Inc. -ის მიერ შემუშავებულ, ტელეფონებისა და ტაბლეტებისათვის განკუთვნილ კლავიატურას ანაცვლებს. 


Financial Times-ის მიხედვით, შეთანხმება დაახლოებით $250 მილიონის ღირებულებისაა. SwiftKey ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატიული კლავიატურის სახეობაა, რომელიც Android-ისა და iOS-ის მობილურ პლატფორმებზე მუშაობს (ორივეზე ერთად, განხორციელებულია დაახლოებით 300 მილიონი ინსტალაცია). SwiftKey-ს ტექსტის ბეჭდვისას სიტყვების კორექტირება შეუძლია და მცირე თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს გემოვნებისამებრ შეუძლია აპლიკაციას სასურველი თემა მოარგოს. სავარაუდოდ გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც Microsoft-მა გადაწყვეტილება მიიღო, არის ის, რომ კომპანიის ერთ-ერთ პროდუქტს, Redmond-ს, SwiftKey-ს მხარდაჭერა არ ჰქონდა. 


 

„2010 წელს ერთმანეთს შევხვდით. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ მათ იპოვეს შესაძლებლობა, თუ როგორ უნდა განევითარებინათ სწრაფად გასაოცარი, გლობალური ბიზნესი. SwiftKey-ს Microsoft-ის ოჯახში შესვლა არის უზარმაზარი მიღწევა ინოვაციური, ახალგაზრდა ბიზნესისათვის და აღსანიშნავია, რომ ეს ყოველივე დიდ ბრიტანეთსაც უთქვამს სახელს,“ განაცხადა Octopus Ventures-ის ხელმძღვანელმა, ალექს მაკფერსონმა, რომელმაც SwiftKey Accel Partners-თან და Index Ventures-სთან ერთად შექმნა. მსგავსი ტიპის კლავიატურები უფრო მეტად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც Apple-მა პირველად დაუშვა (2014წ.) პროგრამა თავის iOS სისტემაში. Alphabet-ის ანდროიდმა კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ანდროიდების პლატფორმაა, SwiftKey-სა და მისი კონკურენტის, Swype-ის სასარგებლოდ იგივე 2010 წელს გააკეთა.



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა
access_time2021-07-31 10:00:13
ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც.  ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება,  წარმოების ზრდა და  რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები  უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.  2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up