Microsoft-ი 2023 წლიდან საკუთარი Xbox სტუდიური თამაშების ფასს 60-დან 70 დოლარამდე გაზრდის.
Starfield-ი, Redfall-ი და Forza Motorsport-ი პირველი თამაშები იქნება, რომელთა ფასიც გაიზრდება. ამასთან განსხვავებული იქნება თამაშების რეგიონული ფასები. განახლებული ფასი ჩამოთვლილი თამაშების შინაარსიდან, მასშტაბებიდან და ტექნიკურ სირთულეებიდან გამომდინარეობს, აცხადებენ Microsoft-ში.
Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა თამაშების ფასის შესაძლო ზრდაზე 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს მიანიშნა. მაშინ მან თქვა, რომ ვიდეოთამაშების ღირებულების მატება გარდაუვალია.