Microsoft 24 ივნისს ახალ ოპერაციულ სისტემას წარადგენს - გზა Windows 1.0-დან Windows 11-მდე

Microsoft 24 ივნისს ახალ ოპერაციულ სისტემას წარადგენს - გზა Windows 1.0-დან Windows 11-მდე

access_time2021-06-13 16:00:44

Microsoft-მა 24 ივნისისთვის Windows 11-ის გამოშვება დააანონსა. ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია საწყის ეტაპზე მხოლოდ პროგრამისტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, წლის ბოლოსკენ კი მომხმარებლები უფასო განახლების სერვისით ისარგებლებენ. ცვლილებების შესახებ დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, როგორც Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა იუსუფ მეჰდიმ განაცხადა, ეს Windows 95-ის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება იქნება.


Microsoft 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა დააარსეს. პერონალური კომპიუტერი ბაზარზე სწორედ ამ დროს ჩნდება. ეს ის პერიოდია, როდესაც მუდმივი მეხსიერება მეგაბაიტებში ითვლებოდა, ოპერატიული კილობაიტებში. მონიტორები შავ-თეთრი იყო და მაუსი არ არსებობდა.


Microsoft შექმნის დღიდანვე პროგრამულ უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული, თუმცა პირველი ოპერაციული სისტემა - Windows 1.0 დაარსებიდან 10 წლის შემდეგ, 1985 წელს წარადგინა. მომხმარებელმა 1986 წელს მხოლოდ მისი განახლებული ვერსიის Windows 1.01-ის ხილვა შეძლო. Windows 2.0 1987 წელს გამოვიდა, ნამდვილ სიახლეს კი 1990 და 1992 წლებში გამოშვებული Windows 3.0 და Windows 3.1 წარმოადგენდა.


Windows 3.0 პირველი ოპერაციული სისტემა იყო, რომელიც კომერციულად მომგებიანი გახდა და გამოსვლიდან პირველ 6 თვეში მისი 2 მლნ ასლი გაიყიდა. 2 წლის შემდეგ გამოშვებული Windows 3.1-ის მხარდაჭერა კი Microsoft-მა 2001 წლამდე გააგრძელა. 1992 წელი კომპიუტერული ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დროს ცერნის ლაბორატორიაში ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნანდს ლიმ დომენი WWW შექმნა, ინტერნეტი სამხედრო ბაზების შემდეგ უნივერსიტეტების საზღვრებსაც გასცდა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.


1995 წლის 24 აგვისტოს მსოფლიომ Windows 95-ის გამოსვლის შესახებ შეიტყო. მისი სახელი მარტივად Windows 4 უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასშტაბური ფუნქციური და ვიზუალური ცვლილებების გამო გამოშვების მომენტში არსებული წლის სახელი დაირქვა.



1998 წლის 15 მაისს ბაზარზე Windows 98 გამოვიდა, რაც წინამორბედის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა, თუმცა თვისობრივი სიახლეების სიმცირის გამო მსგავსი წარმატება აღარ შეხვედრია.


საუკუნის მიწურულს, 2000 წელს Windows-ის ერთდროულად 2 ვერსია ჩაეშვა: Windows 2000 და Windows ME. მათ ბაზარზე თავის დამკვიდრება მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხეს. უსაფრთხოებასთან და ინტერფეისთან დაკავშირებით პრობლემები ორივე მათგანს ჰქონდა, განსაკუთრებით Windows ME-ს.



2001 წლის 25 ოქტომბერს Microsoft-მა საზოგადოებას Windows XP წარუდგინა, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. 2001-2006 წლებში მისი 400 მლნ ლიცენზირებული ასლი გაიყიდა, პირატული ვერსიების სტატისტიკა უცნობია. Windows XP მთელი 10 წელი დომინირებდა და მხარდაჭერა მხოლოდ 2014 წელს შეუწყდა. 20 წლის შემდეგაც კი, 2021 წელს კომპიუტერების 0.7%-ზე ისევ Windows XP აყენია. მსგავსი აღიარება Windows-ის არც ერთ სხვა ვერსიას არ ღირსებია.


დიდ წარმატებას დიდი ფიასკო მოჰყვა. 2007 წელს გამოშვებული Windows vista უბრალოდ ჩავარდა. ლამაზი და ინოვაციური ინტერფეისის უკანან პროგრამული შეფერხებები იდგა. ხარვეზები ვერც დაიმალა და ვერც აღმოიფხვრა. მისი მხარდაჭერა Microsoft-მა XP-ზე 2 წლით ადრე 2012 წელს შეწყვიტა.


Microsoft-ის ჯგუფმა დაშვებული შეცდომები 2009 წელს გამოასწორა. Windows 7 დიზაინით წინა ვერსიისგან დიდად არ განხვავდებოდა, თუმცა უსაფრთხოებისა და პროგრამებში მუშაობის სიმარტივის თვალსაზრისით სიტუაცია ბევრად გაუმჯობესებული იყო. სულ რაღაც 3 წელიწადში Windows 7-ის 630 მლნ ლიცენზირებული ვერსია გაიყიდა და მუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ოფიციალური განახლებები შექწდა, დღესაც, 2021 წელს Microsoft-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე კომპიუტერების 16.8%-ში კვლავ Windows 7 აყენია.


2012 წელს ბილ გეითსმა კიდევ ერთი მარცხი იგემა. Windows 8-ში ინტერფეისი ძირეულად განახლდა. Start ღილაკი საერთოდ გაქრა, პიქტოგრამები და თავად Windows-ის ლოგო გაბრტყელდა. ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად პლანშეტზე იყო მორგებული და არა ლეპტოპზე ან დესკტოპ კომპიუტერზე. მომხმარებელმა სიახლე დაიწუნა, სიტუაცია ვერც მომდევნო წელს უმნიშვნელოდ განახლებულმა Windows 8.1-მა შეცვალა. პირველი ვერსიის მხარდაჭერა დროზე ადრე, 2016 წელს შეწყდა, ხოლო მეორე ვერსიის 2018 წელს.


Microsoft-მა ბოლო პროდუქტი - Windows 10 აუდიტორიას 2015 წელს წარუდგინა. Windows 9-ის გამოტოვებით კორპორაციამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სისტემა უბრალოდ Windows 8-ის გაუმჯობესებული ვარიანტი არ ყოფილა. ახალი ოპერაციული სისტემა ინტერფეისის სტრუქტურით ნამდვილად ჰგავდა წინა ვერსიას, თუმცა მსგავსება აქ მთავრდებოდა. Start ღილაკი საწყის ეკრანზე დაბრუნდა. სისტემას გაუჩნდა ხმოვანი ასისტანსის Cotrana-სა და ვირტუალური მყარი დისკის OneDrive-ს მხარდაჭერა. დღეისთვის ის ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა, რომელიც მსოფლიოში არსებულ ყველა კომპიუტერის 59%-ში და Windows-ზე მომუშავე კომპიუტერების 78%-ში აყენია.



Windows 10-ის გამოსვლისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Windows-ის ახალი ვერსია აღარ გამოვიდოდა და მომხმარებლები მხოლოდ განახლებებს მიიღებდნენ, რაც ნაწილობრივ აღმოჩნდა მართალი. Windows 11 ახალი ვერსია იქნება, მაგრამ მისი მიღება განახლების საშუალებით იქნება შესაძლებელი.


Windows 11-ის გასაჯაროვებული ლოგო ვიზუალურად Windows 10-ს ჰგავს. სხვა ცვლილებები ოფიციალურად არ საჯაროვდება. არაოფიციალური ინფორმაციით სისტემა სხვადასხვა მოწყობილობის ეკრანებზე უფრო მეტად იქნება მორგებული. ასევე გაუმჯობესებული იქნება ბლუთუზის მხარდაჭერა და აპლიკაციებთან წვდომა.


Windows საოფისე პროგრამების გარეშე, ძნელად თუ წარმოუდგენია ვინმეს. პროგრამების პაკეტი კომპანიამ პირველად 1989 წლის 1-ელ აგვისტოს წარადგინა. საბაზისო Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის გარდა Microsoft Office ასევე Onenote-ს, Onedrive-ს, Outlook-ს, Access-სა და სხვა პროგრამებს აერთიანებს. ბოლო განახლება 2019 წელს გამოვიდა, რომელიც ვიზუალურად 2016 და 2013 წლების ვერსიებს ჰგავს.


Microsoft-ის კაპიტალიზაცია დღეს $1.910 ტრლნ-ს აღწევს, რის მიხედვითაც მხოლოდ $2.117 ტრლნ-იან Apple-ს ჩამორჩება, Alphabet-ს (Google) $240 მლრდ-ით უსწრებს, Amazon-ს - $260 მლრდ-ით. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა $143 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება $44 მლრდ იყო. აქტივების მოცულობა $301 მლრდ-ს უდრის, დასაქმებულთა რაოდენობა კი 167 000-ს.


2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით მსოფლიოში არსებული პერსონალური კომპიუტერების 76.5%-ზე Windows ეყენა, რითაც მეორე ადგილზე მყოფ MacOS-ს 4.5-ჯერ უსწრებდა.


20 წელზე მეტი ხნის განმავლობასი ბილ გეითსი მილიარდერთა სიაში პირველ ადგილს იკავებდა, $127 მლრდ-იანი ქონებით დღეს ის მეოთხე ადგილს სჯერდება. ბილ გეითსს ბერნან არნო, ჯეფ ბეზოსი და ილომ მასკი უსწრებენ. გეითსს დამატებითი პოპულარობა შეთქმულების ავტორებმა შესძინეს, როდესაც 2020 წელს კოვიდის ხელოვნური გავრცელება და ვაქცინის მეშვეობით „ხალხის დაჩიპვაში“ დასდეს ბრალი. რატომ მაინც და მაინც ბილ გეითსი? დიდი ალბათობით აღნიშნული გეითსის უახლოესი წარსულის საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება, მალარიისა და სხვა ვირუსული თუ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ აფრიკაში ჩატარებული აცრებით, რაც Microsoft-ის დამფუზნებელს $30 მლრდ-ზე მეტი დაუჯდა, რამდენიმე მლნ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.


Microsoft-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი 2018 წლის 15 ოქტომბერს 65 წლის ასაკსი გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში ალენი $20 მლრდ-იანი ქონებით 44-ე ადგილს იკავებდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up