Microsoft ასობით კონტრაქტით დასაქმებულს და ტალანტების მოძიების პერსონალს სამსახურიდან ათავისუფლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Businessinsider სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით მრავალი მსხვილი კომპანიის მსგავსად, Microsoft ხშირად იყენებს კონტრაქტორებს ყველაფრისთვის, დაწყებული დასუფთავების მომსახურებიდან დასრულებული რეკრუტერებით. კონტრაქტორებს შეუძლიათ, რომ კომპანიაში სრულ განაკვეთზე იმუშაონ, თუმცა რეგულარული თანამშრომლებისგან განსხვავებით ისინი ვერ სარგებლობენ Microsoft - ის პრივილეგიებით და შეღავათებით. ასე რომ, მაიკროსოფტმა, დიდი სირთულის გარეშე, გამოაცხადა, რომ კონტრაქტები ბევრი აუთსორს თანამშრომლისთვის 12 აგვისტოს დასრულდება, ეს ადამიანები microsft - ისგან ანაზღაურებას არ მიიღებენ, მაგრამ მათი დამსაქმებელი შუამავალი კომპანიები იძულებულნი იქნებიან, რომ მათ გამოუყენებელი შვებულების დრო აუნაზღაურონ.
Microsoft-ის შტატში საკადრო პოლიტიკის გამკაცრება 1800 სამუშაო ადგილის შემცირებით და რეკრუტინგის შენელებით გამოიხატება. Business Insider-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ იმ ვაკანსიების დაახლოებით ნახევარზე აყვანა შეაჩერა, რომლებზეც კანდიდატები უკვე შეირჩნენ. მეორემ თქვა, რომ სამმა სააგენტომ გაათავისუფლა Microsoft-ის 200-მდე თანამშრომელი - მათ უმეტესობას დაახლოებით ექვსი თვე მოუწია მუშაობა.
საბოლოოდ, ამ კვირაში, კომპანიამ მთელი 200 კაციანი განყოფილება, სახელწოდებით Modern Life Experiences გაათავისუფლა, დეპარტამენტის თანამშრომლებს არჩევანის საშუალება მიეცათ: 60 დღის განმავლობაში ეპოვათ ახალი პოზიცია კომპანიაში, ან მიეღოთ თანამდებობიდან გათავისუფლების ანაზღაურება.