მგზავრთნაკადი 22%-ით, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი

მგზავრთნაკადი 22%-ით, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი

access_time2018-10-12 12:44:11


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები
ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა.


გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71%-ით არის გაზრდილი.


სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 951 218 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.94%-ით (510 897 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 9 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობა;


გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 513 732
მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 19.94% ით (85 418 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე;


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 38.73%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ
იქნა 450 417 მგზავრი - 125 740 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ცხრა თვის
განმავლობაში;



მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 2 618-ით მეტი რეისი
განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 18 837, აქედან
რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 689, ხოლო ჩარტერების 2 148. წინა წლის ანალოგიურ
პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.14%-ს შეადგენს.


8.18%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ცხრა
თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 109 032, მიმდინარე წლის განვლილ
თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 949 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.


რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს,
2018 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სამ ავიაკომპანიას - “Turkish Airlines”-ს,
“Georgian Airways”-ს და “Wizz Air”-ს თანაბარი 11%-იანი წილები აქვთ. სხვაობა სამი
ავიაგამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.


რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:


ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 440 060 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია “Georgian Airways” – 433 805 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია “Wizz Air” – 425 991 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია “Ural Airlines” – 219 245 მგზავრი 6%

ავიაკომპანია “Fly Dubai” – 203 073 მგზავრი 5%






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up