მგზავრობა კიდევ გაძვირდება, კომპანიები და მძღოლები წაგების ზღვარზე მუშაობენ

მგზავრობა კიდევ გაძვირდება, კომპანიები და მძღოლები წაგების ზღვარზე მუშაობენ

access_time2019-09-07 10:00:36

ლარის კურსის გაუფასურების გამო, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის გაზრდა გარდაუვალია. ამის მიზეზი კი იმპორტირებული საწვავია, რომლის ღირებულებაც ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად იზრდება. სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მგზავრობის ტარიფების კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ, თუკი ვითარება მყისიერად არ გამოსწორდება.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდა, ამას ასახვა ქართულ ბაზარზე არ ჰქონია, რადგან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით, 27 თეთრითაა გაუფსურებული და უკუპროცესი არ დაწყებულა. დამიამედებელ პროგნოზს ვერც მთავრობა და ვერ ეროვნული ბანკი ვერ აკეთებენ.

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი „რეზონანსთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რასაც საწვავის ფასის გაზრდაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოცემულ სიტუაციაში წარმოუდგენელია ამ მასშტაბის გაუფასურებამ არ იქონიoს გავლენა ფასების საერთო დონეზე.

„ჩვენ ორი მთავარი ფაქტორი გვაქვს, რასაც საწვავის ფასზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. პირველი - ეს არის გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესები და მეორე - ვალუტის კურსი. თუ რომელიმე პარამეტრი მნიშვნელოვნად შეიცვლება, ორი აზრი არ არის საწვავის ფასიც უნდა დაკორექტირდეს.

გაძვირება ეს არის მომენტი, როდესაც არც ერთი კომპანია ამაზე უარს ვერ იტყვის, რადგან თუ კურსი მნიშვნელოვნად გაიქცა, მაშინ შეუძლებელია ძველ ფასით პროდუქტის გაყიდვა. წლის დასაწყისიდან 27 პუნქტით, ლარის გაუფასურება დანამდვილებით ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება - იქნება ეს საწვავი, თუ საკვები. შემომტან კომპანიებს სულ უფრო მეტის გადახდა უწევთ, ისინი ვაჭრობენ დოლარში. ეს კი ნიშნავს ფასების დონის ზრდას.

ჩავხედავთ გუშინ გამოქვეყნებულ, მართალია შელამაზებულ, მაგრამ მაინც, ინფლაციის მაჩვენებელს დავინახავთ, რომ ყველაფერზე, მათ შორის ტრანსპორტის მომსახურებაზე, ფასი არის გაზრდილი. ეს მომდინარეობს სწორედ იმ წნეხიდან, რომელსაც იწვევს გაცვლითი კურსი ფასების საერთო დონეზე. ჩვენი ტიპის ქვეყანაში შეუძლებელია, სხვანაირად მოხდეს, რადგან სამომხმარებლო კალათა 70%-ით არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. ასეთ რეალობაში წარმოუდგენელია ამ მასშტაბის გაუფასურებამ არ იქონიას გავლენა ფასების საერთო დონეზე, ეს არის აბსურდი. არაერთმა ჩინოვნიკმა გააკეთა განცხადება, რომ მნიშვნელოვანი წნეხი ფასებზე არ იქნება, ეს, უბრალოდ, ტყუილია. შეუძლებელია, ასეთ დევალვაციას არ ჰქონდეს მკვეთრად ნეგატური ზეგავლენა.

გეტყვით იმასაც, რომ მაკროეკომონიკური პარამეტრებიდან გამომდინარე ვერავინ განმარტავს თუ რატომ უნდა იყოს კურსი დღეს 2.95-ზე. ეკომონიკურად ამის ახსნა შეუძლებელია. რჩება ერთადერთი ვარიანტი, ეს არის ეროვნული ბანკის არასწორი მონეტარული პოლიტიკის დამსახურება. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, რომელიც არა მხოლოდ არასწორი, დანაშაულებრივიც კია“, - ამბობს „რეზონანსთან პაატა ბაირახტარი.


ფასის მატება რომ გარდაუვალია, პირად საუბრებში კერძო მძღოლებიც და კომპანიებიც ადასტურებენ, საჯაროდ ამ პოზიციის დაფიქსირებას კი ნაწილი ერიდება, რადგან მოსახლოებას დაბალი გადახდისუნარუიანობა აქვს და ჯერ კიდევ თავს იკავებენ ხისტი ნაბიჯისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მომსახურებასა და ყველა პროდუქტზეც უკვე გაზრდილია, ტრანსპორტის გარდა.

ორთაჭალის ავტოვაგზლის კოპანიის წარმომადგენელი ტრისტან სულაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ლარმა გაუფასურება განაგრძო და 3,0-ის ნიშნულს ასცდა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების ზრდა გარდაუვალი იქნება.

„ჯერჯერობით ვერ ვაძვირებთ, რადგან დიდი კონკურენციაა. ლარმა თუ კვლავ გაუფასურება განაგრძო, რაღა თქმა უნდა, მოხდება გადასახადის მატება. დოლარი თუ 3.0-ს ასცდა, ამაზე ფიქრს დავიწყებთ და ალბათ თითოეულ მიმართულებას მინიმუმ ერთი ლარი მოემატება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ სულაძე.

ქუთაისი-თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მომუშავე კერძო ავტომობილის მძღოლი, მამია ბერუკაშვილი კი ამბობს, რომ საწვავის ამჟამინდელი ფასის გამო ინერციით მუშაობენ და უკეთესი მომავლის იმედით არ წყვეტენ საქმიანობას.

ბოლო დროს საწვავიც და სხვა ყველაფერიც ისე გაძვირდა, მე და სხვა კერძო ტაქსის მძღოლები როცა ვლაპარაკობთ, სულ ერთიდაიგივე დასკვნამდე მივდივართ - ბოლო 3-4 თვეა, უბრალოდ, თავს ინახავს ჩვენი ტრანსპორტი, თორემ არც მოგება გვაქვს და არც წაგება. მომავალში ან უნდა გავაძვიროთ, ან სახლებში წავიდეთ და სხვა საქმე ვიპოვოთ, ეს არის დღევანდელი სინამდვილე.

სადღესასწაულო დღეებში ბილეთის ფასი ცოტა გავზარდეთ სულ რამდენიმე დღით და ისეთი ამბავი მოჰყვა, გეგონება მარტო ხალხს უძვირდება ცხოვრება და ჩვენ არა“, - უთხრა რეზონანს ბერუკაშვილმა.

გაზეთი რეზონანსი


თეგები:
მგზავრობა



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up